USD 2.6563
EUR 3.0848
RUB 3.6654
თბილისი
"ბინები ვერ გაიაფდება" - ირაკლი როსტომაშვილი მიზეზებზე
თარიღი:  1385

წყარო:https://bm.ge/

მოლოდინი, რომ უძრავი ქონების ფასი შემცირდება, არასწორია. ბინები ვერ გაიაფდება, რადგან არცერთი კომპონენტი, რომელიც მშენებლობისთვის აუცილებელია, არ გაიაფებულა - ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემა "წერტილში" არქიტექტორი, „არსის“ დამფუძნებელი, ირაკლი როსტომაშვილი საუბრობს.

"ბინები ვერ გაიაფდება და ეს მინდა, რომ აუდიტორიისთვის ძალიან გასაგებად ავხსნა. აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი შედგება 500 სხვადასხვა დასახელების პროდუქციისგან. მიწა, ლურსმანი, ცემენტი, ელექტროდი, კერამიკული ფილა, საწვავი, არმატურა და მოკლედ, ყველაფერი. აქედან, ვერ დამისახელებთ ვერცერთს, რომელიც ბოლო პერიოდში გაიაფდა. პირიქით, ყველაფერი გაძვირდა. ეს კრებსითი მასალები, პლუს კომუნალური მომსახურებები, ქსელებში ჩართვები, ყველაფერი გაძვირდა.

ბინები რომ გაიაფდეს, მაშინ მშენებლობა აზრს კარგავს. სხვა ბიზნესისაგან განსხვავებით, უძრავ ქონებას ის პლუსი აქვს, რომ მალფუჭებადი არ არის. ჩემი კომპანიის შემთხვევაში გეტყვით, რომ ლოგიკურ ფასად თუ ვერ გავყიდით 100 ბინას, არ გავყიდით. გამორიცხულია, რომ წაგებით გავყიდოთ. ყველაფერი აშენებულია ინვესტორების მიერ ინვესტირებული თანხებით, გამორიცხულია, რომ თვითღირებულებაზე იაფად გავყიდოთ. მგონია, რომ ასეა ყველა კომპანია.

ისიც ვიცი, რომ ელოდებიან მოთხოვნის შემცირების გამო, ბინებზე ფასის კლებას. როდესმე გაიაფებულა, ეს მოლოდინი ოდესმე გამართლებულა!?", - თქვა როსტომაშვილმა "წერტილში".

ცნობისთვის, Galt & Taggart-ის “საცხოვრებელი უძრავი ქონების” კვლევის თანახმად, 2024 წლის ივნისში, $228.5 მლნ-ის ღირებულების 2 957 ბინა გაიყიდა. გაყიდული ბინების რაოდენობაში წლიურად 21.9%-იანი, თვიურად კი 7.5%-იანი კლება ფიქსირდება.

 

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის