USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
თბილისი
ბილ გეიტსი: კორონავირუსის ვაქცინა მზად წელიწადნახევარში იქნება
თარიღი:  1801

 კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად წელიწადნახევრის შემდეგ იქნება, თუმცა პრეპარატის მასობრივი გამოყენების დასაჩქარებლად შესაძლოა მისი უსაფრთხოების შემოწმების პროცედურების შემსუბუქება გახდეს საჭირო. ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა ბილ გეიტსმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „საჭირო გახდება კომპრომისი, უსაფრთხოების უფრო ნაკლები შემოწმება, ვიდრე ეს სტანდატრულ სიტუაციებში ხდება. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ ყველა სტანდარტული წესი შევასრულოთ,“-აღნიშნა გეიტსმა. მილიარდერის საქველმოქმედო ფონდი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას აფინანსებს.

 

წყარო: bbc.com 

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის