USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია "მოქალაქის" წესდებაში ცვლილებები შეიტანა
თარიღი:  550

ბიძინა ივანიშვილმა წლების ორგანიზაცია "მოქალაქის" წესდევბაში ცვლილება შეიტანა, აღნიშსნული ცვლილება იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა  2023 წლის 18 სექტემბერს დააკმაყოფილა.

"მოქალაქეს", რომელიც  ბიძინა ივანიშვილმა 2014 წელს, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ დააფუძნა, წესდება შეუცვალეს.

2023 წლით დათარიღებულ დოკუმენტში წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ძირითადი მიზანია: 

"საზოგადოების ჩამოყალიბება და განმტკიცება, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი მედიის ჩამოყალიბება.
მთავარი პუნქტი N2.1.5. საქართველოს როლის გამოკვეთა გლობალურ და რეგიონალურ პროცესებში და ამ პროცესების გავლენების განსაზღვრა საქართველოზე."

წესდების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციამ უფლება მოიპოვა მიიღოს ფული უცხოეთიდან. მეექვსე პუნქტში ვკითხულობთ, რომ მიზნების მისაღწევად ორგანიზაციისთვის ფულის მიცემა შეუძლია, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან უცხოურ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, საკუთარი წვლილი შეიტანონ "მოქალაქის" დასახული მიზნების განხორციელებაში. 

ბიძინა ივანიშვილის სახელით ხელს დოკუმენტს ნატო ხაინდრავა აწერს.

მედიასი გავრცელებული ინფორმაციით, კი 2023 წლის 2 ივნისს, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში  ნოტარიუსი ეკატერინე გვანცელაძეს დაიბარეს, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თბილისში აღარ ცხოვრობს, მინდობილობის გასაფორმებლად ჩამოვიდა და ხელი მოაწერა დოკუმენტს რომ "ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნატო ხაინდრავამ მისი სახელით იუსტიციის სამინისტროში დოკუმენტების წარმოება დაიწყოს. მინდობილობას ხელს თავად ბიძინა ივანიშვილი აწერს, დოკუმენტებში წერია, რომ საბუთები სოლოლაკის ხეივნის პირველ ნომერში გაფორმდა.

ორგანიზაცია "მოქალაქის" ვებ გვერდის თანახმად, 2017 წლის შედეგ მას არანაირი აქტივობა არ უფიქსირდება.

18 სექტემბერს დამტკიცებული წესდებაში კი ვკითხულობთ, რომ "მოქალაქის" რომლის თავმჯდომარეც ბიძინა ივანიშვილია, გეგმავს პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს სახელმწიფო დაწესებულებებთან, ბიზნეს წრეებთან, საგანმანათლებლო ცენტრებთან, რელიგიურ და საჯარო ორგანიზაციებთან, საჯარო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ორგანიზაცია  იზრუნებს, რომ თითოეულმა მოქალაქემ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს და აპირებს გამოიყენოს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ცოდნა.

 

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის