USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ბიძინა ივანიშვილი თბილისს უსასყიდლოდ გადასცემს იპოდრომის ყოფილ ტერიტორიას, სადაც მისივე დახმარებით დედაქალაქის ცენტრალური პარკი გაშენდება
თარიღი:  1163

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტს დღეს უსასყიდლოდ გადაეცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

როგორც კალაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარკის პროექტზე ჰოლანდიური კოპანია მუშაობს და მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. დედაქალაქის მერის განმარტებით, პროექტის განხორციელებას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება.

„დღეს ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ მუნიციპალიტეტს სრულიად უსასყიდლოდ ქალაქის ცენტრში გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. პროექტს რაც შეეხება, მუშაობს ჰოლანდიური კომპანია. თითქმის დასრულებულია, მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი, ხვალ გვექნება სრული პრეზენტაცია ამ პროექტთან დაკავშირებით და მომდევნო დღეებში მოგაწვდით ინფორმაციას ზუსტ თარიღთან დაკავშირებით, როდის დაიწყება მშენებლობა.

დღევანდელი დღე თითოეული თბილისელისთვის, იმ ადამიანისთვის, რომელმაც იცის, იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებული ისტორია და პირადად ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებულია. იპოდრომის ტერიტორიის გადარჩენაში ფასდაუდებელია ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომელმაც აღნიშნული სივრცე გამოისყიდა, დღეს კი სრულიად უსასყიდლოდ, ქართველ ხალხს, თბილისსა და თბილისელებს გადასცემს. ამ მართლაც საშვილიშვილო საქმისა და მომავალი თაობების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მსურს პირადად მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის, სადაც გაკეთდება ცენტრალური პარკი.

კიდევ ერთხელ მინდა ვახარო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ ტერიტორიაზე გაშენდება თანამედროვე უნიკალური პარკი, რომელიც აუცილებლად იქცევა თბილისელების უსაყვარლეს ადგილად. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, რომლითაც ყველა, აქ მცხოვრები ადამიანი და ჩამოსული სტუმარი იამაყებს“,- განაცხადა კალაძემ.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის