ქართველი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი, Forbes-ის განახლებულ სიაში 589-ე ადგილს იკავებს.
2020 წლის შემდეგ, მან სიაში 240 საფეხურით უკან დაიწია, თუმცა მისი ქონება Forbes-ის მონაცემებით არ შეცვლილა და $4.8 მილიარდს შეადგენს.
სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის სიაში დაქვეითება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 2021 წელს მსოფლიო მილიარდერთა სიას 660 ადამიანი დაემატა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.