USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
ბესიკ ლაგვილავა - ომი ახლო აღმოსავლეთში... ტერორი, ისტორია, მიზნები, კითხვები და სადაც მოხერხდება პასუხები (მეორე ნაწილი)
თარიღი:  507

გაგრძელება

ტერორის ინდუსტრია
ისეთ აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ, რომ შესაძლოა , ყოველგვარი ინტერესი დავკარგო უნიჭო კომიკოსების მიერ შესრულებული ფარსად და მასხარაობად ქცეული პოლიტიკური სპექტაკლის მიმართ, მაგრამ ჩვენგან არც ისე შორს, მსოფლიოში მიმდინარე სახიფათო მოვლენები მაიძულებს მაინც ვწერო...
დღეს, როგორც არასდროს ისე სჭირდება საქართველოს მოქალაქეთა ერთიანობა, გონივრული მმართველობა და უზუსტესი საგარეო პოლიტიკა, პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნის მომავლის შეგრძნებით გაწვრთნილი და მობილური ჯარი...
არავის ეწყინოს, მაგრამ დღეს ჩვენ სუსტი ეკონომიკის, რეგიონში ყველაზე მცირე და სუსტი ჯარის, და რაც ყველაზე სამწუხაროა სრული უპერსპექტივობის გამო თითქმის სრული შემადგენლობით საქართველოდან გაქცევის მოსურნე მოსახლეობის, ჩემთვის კი არა, მსოფლიოსთვის გაუგებარი საგარეო ორიენტაციის გამო, გლობალური პროცესების ჭრილში უმნიშვნელოდ ქცეული ქვეყანა ვართ!
ეს დღეს სამწუხარო ფაქტია! ჩვენს გარშემო ამ სამყაროს გლბალური ლიდერები აწარმოებენ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას!
უკრაინაში ომი არ დამთავრებულა და ახლო აღმოსავლეთი აფეთქდა!
ისრაელი ემზადება ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად! მას უბრალოდ სხვა გზა არც აქვს!
ეს იქნება სისხლიანი ოპერაცია! რამდენად მართალი და სისუფთავის მოყვარულიც არ უნდა იყო შეუძლებელია ჩაბინძურებული საზოგადეობრივი ტუალეტის დასასუფთავებლად შესული, იქიდან სუფთად გამოხვიდე!
დაიღვრება სისხლი და იქნებიან მოკლული ბავშვები, ქალები, მშვიდობიანი მოსახლეობა... ეს ყველაფერი გადაიცემა არაბული ტელევიზიებით, არამხოლოდ მსოფლიო მაუწყებლით "ალ-ჯაზირათი" და "არაბული სამყაროს" ტელევიზიებით EPTV, Coran TV და ა.შ. არამედ ევროპის და აშშ-ს მაუწყებლებით NBC-ით, ბრიტანული BBC-ით და გერმანული Douche welle-თი დაწყებული ჩვენი "იმედი' ტვ-თი" ტვ "პირრველით" დამთავრებული.
იქნება უმძიმესი კადრები და ეს იქნება შოკი მსოფლიო საზოგადეობისთვის! მხლოდ არაბეთის ქვეყნებსა და ირანში კი არა დაიწყება გამოსვლები ევროპასა და ამერიკაში...
სწორედ ეს არის ტერორისტთა ერთერთი მთავარი მიზანი!
თუკი ომში ჩაერთო ირანი, ეს იქნება ფაქტიურად დიდი ომის დასაწყისი ახლო აღმოსავლეთში!
ირანი, რომლის ატომური პროგრამის შესაჩერებვლად აშშ ფაქტიურად ხარკს იხდიდა, დიდი ალბათობით შესაძლოა ბირთვული ტექნოლოგიების მფლობელი გახდეს, რუსეთის დახმარებით!
თუკი გაჩნდა რაიმე ეჭვი რომ ირანი ფლობს ატომური იარაღის ტექნოლოგიებს ეს ნიშნავს, რომ ისრაელი უბრალოდ, ვალდებული იქნება დაარტყას ირანს! და აქ ის მარტო არ იქნება... ირანს დაარტყამს ისრაელის მოკავშირენი!
დღეს ირანი რუსეთის #1 მოკავშირეა! ბევრად უფრო ეფექტური ვიდრე ჩინეთი, რომელიც მიუხედავად რუსეთთან თამაშისა, მაინც გრძნობს ამერიკა-ევროპული ბაზრების შემცირებთ გამოწვეულ ეკონომიკურ რეცესიას და სასიცოცხლოდ დაინტერესებულია ამ ბაზრების შენარჩუნებით!
NATO-ს წევრი თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც კი , რომელიც ფიქრობს და ზრუნავს საკუთარ მოქალაქეტა განწყობებზე, იძულებულია ილაპარაკოს ისრაელის აგრესიაზე და აჟღარუნოს იარაღი.
იწყება ძალიან დიდი გადანაწილება და სად ვართ ჩვენ?!
ერთ მხარეს, შესაძლოა აღმოჩნდნენ რუსეთი , რომელიც ყველაზე მეტად იყო დაინტერესბული მსოფლიოში ახალი დაძაბულობის კერის შექმნით და ჩემთვის სრულიად ნათელია დგას ისრაელში განხორციელებული ტერაქტის უკან, ირანი, რომელიც ასევე ღიად მხარდამჭერია "პირველ რიგში "ჰეზბოლას" და "ჰამასის" და ჩრდ.კორეა, რომელიც დღეს სასაცილო ფაქტია, მაგრამ იარაღს აწვდის რუსეთს... არ არის გამორიცხული რომ ამ მხარეს ღიად თუ არა ფარულად დადგეს ჩინეთიც... მეორე მხარე იქნება ისრაელი, დასავლეთი და NATO...
ამ დაპირისპირებაში ჩვენი მნიშვნელობა... საკმაოდ უმნიშვნელოა და აქ ჩვენს პოზიციას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს თავად ჩვენთვის, ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის, ვიდრე საქმისთვის!
თუმცა, ჩვენ ამაზე ფიქრისთვის არ გვცალია! ჩვენ არა საქმიან გარემოში, მუდმივ ინტრიგებში ვართ.! გასარჩევი გვაქვს ვინ იქნება ხელსიუფლებაში ერთი წლის შემდეგ, ვარჩევთ, რამდენად სწორი იყო პრეზიდენტი ზურაბიშვილი, როცა საკუტარი ხარჯით ევროპაში წავიდა და სამ პრეზიდენტს შეხვდა! ოპოზიციაში მთავარი თემაა მორიგი შიდაპარტიული ინტრიგა, ვინ გახდება "ნაცმოძის" მეთაური, ხალხი ნაცვლად იმისა იზრუნოს საკუთარ მომავალზე, დანგრეული განათლების სისტემის აღდგენაზე, იფიქროს იმ სამარცხვინო საშინელებაზე თუ როგორ აღმოვჩნდით მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლით ველური ქვეყნების გვერდით 106-ე ადგილზე, როგორ მოხდა რომ აფრიკის ცამორჩენილ ქვეყნებზე ფუნქციონალურად გაუნათლებელ ახალგაზრდობას ზრდის ჩვენი სკოლა , როგორ ხდება, რომ ტერიტორიის 20% დაკარგულ ქვეყანას რეგიონში ყველაზე პატარა და სუსტი ჯარი ყავს...
ტერორის თემას დავუბრუნდები...
მე წინა თავში ვილაპარაკე ასასინთა ტერორისტულ ტაქტიკაზე... ისინი პუტინისგან განსხვავებით, მსხვერპლს არასდროს წამლავდნენ! გინახავთ, როგორ უპირებდა ჩაიში გახსნილი "ნოვიჩოკით" კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართოლომეოსს მოწამვლას რუსეთის პატრიარქად წოდებული დასაკეცჯვრიანი ეშმაკი კირილი?! თუმცა პატრიარქი ბართოლომეოსი ისე ვერ გახებოდა პატრიარქი, რომ ჭკუა არ ჰქონოდა... მან არ დალია მიწოდებული ჩაი!
ნოვიჩოკით მოწამლეს დასავლეთ ევროპაში საცხოვრებლად გადასული ყოფილი ჯაშუში, მოწამლეს ნავალნი, მოკლეს ბორის ნემცოვი ეს "რუსული ტერორიზმია", თუმცა, მას არაფერი აქვს საერთო კლასიკურ ტერორიზმთან!
შესაძლოა, გაგიგიათ რომის ვერაგი პაპის ალექსანდრე ბორჯიას შესახებ. მას ბეჭდის თვალში ჰქონდა სასიკვდილო შხამი შენახული, რომლითაც ვითომ შემთხვევით გაჩხაპნიდა მოსაკლავად შერჩეულ ადამიანს, ... მაგრამ არც ეს ყოფილა ტერაქტი... ეს იყო მოწინააღმდეგის გზიდან ჩამოსაცილებლად რომის პაპის კარის თამაშები.
ტერორისტული აქტი ხდება საჯაროდ და მისი ჩამდენი საკუთარ თავზე იღებს მის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას!
რატომ? ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობს მსოფლიო საზოგადოებრიობამ ყურადღება მიაქციოს მის მიზნებს. "ჰამასის" მიერ ისრაელში განხორციელებული საზარელი ტერაქტისას ისინი მიზნად ისახავდნენ: 1. ისრაელის როგორც სახელმწიფოს განადგურებას და 2. პალესტინელთა თითქოს მივიწყებული პრობლემის მიმართ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევას და 3. ისრაელის მხრიდან გარდაუვალი პასუხის შედეგად მსოფლიო საზოგადოების წინაშე ებრაული სახელმწიფოს სისხლიანდა სასტიკ რეჟიმად წარმოდგენას!
ისრაელის гმკაცრმა პასუხმა უკვე გამოიწვია მსგავსი უარყოფითი რეაქცია... ჩვენთან ეს რეაქცია პირველებმა რუსოკონსერვებ,მა აიტაცეს!

გაგრძელება იქნება "ტერორიზმის ინდუსტრია. ფული და ტერორიზმი"

მიყევით ბმულს - ბესიკ ლაგვილავა

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის