USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ბერლინში სამართალდამცავებსა და პალესტინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, დაკავებულია ათობით ადამიანი
თარიღი:  382

ბერლინში, პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციების აკრძალვის მიუხედავად, აქციის მონაწილეები დედაქალაქის ნეიკოლნის რაიონში შეიკრიბნენ, სადაც ბევრი არაბი მიგრანტი ცხოვრობს, კვლავ შეიკრიბნენ, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები, ასევე პიროტექნიკური საშუალებები ესროლეს. ბერლინის პოლიციის ცნობით, შედეგად რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.

არასანქცირებული აქციის დროს ათობით ადამიანი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აგრესიულობას იჩენდნენ და სკანდირებდნენ: "თავისუფლება პალესტინას". მათ ქუჩებში სხვადასხვა საგნები დაწვეს და პიროტექნიკა გამოიყენეს, რის გამოც ერთ-ერთი სახლის აივანზე გაჩნდა ხანძარი.

შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები აკრძალა.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის