USD 2.6974
EUR 3.1398
RUB 3.3468
Тбилиси
ბექა ფერაძე: შესაძლოა ბიზნესების დახურვისა და შეზღუდვების წინაშე მეორედ დავდგეთ
дата:  1311

კომპანიების სანქცირება არაა ჩვენი თვითმიზანი, თითოეულ ბიზნესსუბიექტს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და ერთად უნდა დავიცვათ პროტოკოლი, რომელიც COVID19-ის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა, - განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

„ჩვენ დადასტურებულად გვქვს ინფორმაცია, როცა კომპანია იხსნება, მათ იციან, როგორ უნდა დაიცვან პროტოკოლი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული. შერჩევითი კონტროლით, ყველა სექტორის მიმართ განხორციელდება გადამოწმება და იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდება ხარვეზები, უკიდურესი აუცილებლობის შემთხევაში სანქციებს გამოვიყენებთ“, - აღნიშნა ფერაძემ.

მისი თქმით, მიზანი ნებართვების გაცემის და წინასწარი შემოწმების ისაა, რომ ბიზნესსუბიექტებს გაცნობიერებული ჰქონდეთ, რომ თუ თითოეული მეწარმე და მოქალაქე არ დაიცავს არ დაიცავს წესებს და ერთობლივად არ აიღებს ამ პასუხისმგებლობას, ეპიდსიტუაცია გართულდება და შესაძლოა ჩაკეტვებისა და შეზღუდვების წინაშე მეორედ დავდგეთ. „ეს არის ყველასთვის განხორციელებული ქმედება და ემსახურება საზოგადო სიკეთეს“, - აღნიშნა ფერაძემ.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати