USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Тбилиси
ბექა ფერაძე - პორტალზე დარეგისტრირებული 43 მოლიდან გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს 13 აკმაყოფილებს, 21 ბაზრიდან - 2, საცალო-საბითუმო ტიპის 24 ობიექტიდან კი - 3
дата:  691

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, 28 იანვრის მდგომარეობით, ახალ პორტალზე- labour.moh.gov.ge, 43 მოლია რეგისტრირებული, რომელთაგან გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს 13 აკმაყოფილებს.

როგორც მან განმარტა, პორტალზე, სადაც ბიზნესი ეკონომიკური საქმიანობის აღდგენისას თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების მიზნით უნდა დარეგისტრირდეს, მონაცემები ყოველდღიურად იცვლება.

ამასთან, ბექა ფერაძემ კომპანიების მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღემდე ჯამში 50 433 ობიექტია შემოწმებული.

„28 იანვრის მდგომარეობით, შემოწმდა 138 ობიექტი. 90 ობიექტზე გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება, ხოლო 48 ობიექტის შემთხვევაში დადგინდა, რომ ფუნქციონირებდნენ პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ზოგადად, 2020 წლის 28 ნოემბრიდან ჯამში შემოწმდა 50 433 ობიექტი, გაფრთხილება გაიცა 28 392-ზე, 6 018 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა. 1 000-მდე ობიექტი დეტალურად გადამოწმდა რეკომენდაციების შესრულებაზე, დაჯარიმდა 49 ობიექტი და ჯამში განმეორებითი ინსპექტირება განხორციელდა 15 086 ობიექტზე და დადგინდა, რომ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს.

ასევე, მოგახსენებთ ახალ პორტალზე. როგორც იცით 1-ელი თებერვლიდან დაანონსებულია ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და სიახლე, რომელიც ამ ნაწილში შემოდის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირებაა. ჯამში დარეგისტრირებულია 43 სავაჭრო მოლი, რომელთაგან გუშინდელი მონაცემებით 13 მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გატესტეს თანამშრომლების 20% მოთხოვნის შესაბამისად, ამიტომ 1-ელი იანვრიდან სრულად განაახლებენ სამუშაო პროცესს. თუმცა ეს გუშინდელი მონაცემებია და ყოველდღიურად იცვლება. მოლოდინი გვაქვს, რომ 1-ელი თებერვლისთვის ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა მზად შეხვდება პროცესს. ასევე 21 ბაზარია დარეგისტრირებული, რომელთაგან 2 აკმაყოფილებს მოთხოვნებს. მათ 15 თებერვლამდე აქვთ ვადა, რომ თანამშრომლები დაარეგისტრირონ და გატესტონ. საცალო- საბითუმო ტიპის ობიექტები 24-ია დარეგისტრირებული, რომელთაგან 3 აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ასევე სკოლების რეგისტრაციაა დაწყებული“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

 
 
 
мир
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати