USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ბექა ჭიჭინაძე - ფრანგების, ბრიტანელების, ვიკინგების, ბერძნების, ბულგარელების და აფრიკელების დახასიათებები ძველ ქართულ ტექსტში
თარიღი:  1301
არსებობს ასეთი რამეც, უსამართლოდ მივიწყებული ტექსტებია !
დიდი ქართველი მკურნალი და მოგზაური, ზაზა ფანასკერტელი წერს:
1. ,,ეთიოპელები და ზანგები სიცხეს მიჩვეული არიან და მზე არ სწყინთ, მაგრამ თუ სიცივე ეცემათ, ავად ხდებიან, და ვინც სიცივეს მიჩვეულია, როგორც რუსები, სიაყალბელები და ბულგარელები, ზომაზე მეტ სიცივეს უძლებენ, მაგრამ როცა ცხელი ჰაერი ეცემათ, ავადდებიან.
ზანგთა სიშავე მათი ქვეყნის სიმხურვალის მოწმობაა. ზანგებს ყმაწვილური ხასიათი აქვთ".
საინტერესოა, რომ ზანგთა სილაღესა და ბავშვურობაზე მიუთითებს ჩახრუხაძეც მე-12 საუკუნეში.
რაც შეეხება ევროპას, ფანასკერტელი აგრძელებს:
2. ,,გრილი და ნოტიო მხარეა, კაცნი მწყაზარნი (მშვენიერნი), გრძელი და ნაზი თმებით, ხასიათი სევდიანი აქვთ".
ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, ახალქართული პერიფრაზით.
...
3. ,,ჩავჯექ ხომალდში, ზღვას გაველ, ფრანგის ქვეყნები ვნახეო..."
ხალხური
ასე, მშვენიერების საძებნელად ქართველი მიჯნური ფრანგის ქვეყნებში მიდის, რაც ეთანხმება ზაზას ცნობას, რომ ევროპაში მწყაზარი ხალხი ცხოვრობს.
4. ,,ვარანგნი (ვიკინგები) - კაცნი მძლენი და მრავლის შემძლენი", ძველი ქართული ლექსიკონის მიხედვით, ვიკინგთა სახელმა ქართულში ეს მნიშვნელობა განივითარა, მეტყველი მონაცემია.
5. აღმაშენებლის მოძღვარი არსენი ფრანგებს ამგვარად მოიხსენიებს: „ერნი იგი ურიცხუნი ბრანგთანი – ნათესავნი დიდნი”.
არსენის ეპოქაში, XI-XII საუკუნეებში ევროპის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ საფრანგეთზე მოდიოდა, დაახლოებით 15 მილიონზე მეტი, რაც უზარ­მაზარი რიცხვია, მით უმეტეს ამ ეპოქისათვის, ამიტომ არსენს სავსებით სწორი ინფორმაცია აქვს, როდესაც ფრანგებს „ურიცხვს” და „დიდ ნათესავს” უწოდებს.
6. ,,ბრიტანეთში მრავალი მამაკაცი ერთ ქალთან წვება, და მრავალი ქალი მხოლოდ ერთ კაცთან წვება"
გიორგი მერვის მონათხრობი, ჩაიწერა გიორგი სფრანძესმა
7. ცალკე უნდა შევეხოთ ბერძნებს, თუ ფრანგები მხოლოდ პრანჭიობაში იყვენენ ბრალდებული, მაგრამ ომში კი ნაქები, ბერძნებს ქართველები პირდაპირ ფემინურ, დადედლებულ კაცებად მიიჩნევდნენ, ნიკოლაოზ კათალიკოსი მე-12 საუკუნეში მათზე წერდა, რომ ბერძნებს დედალი და ლბილი ბუნება აქვთ, ამასვე იმეორებს მისი თანამედროვე უილიამ ტირელი (Effeminatus, Moles), სამაგიეროდ, საზღვაო ბრძოლებში ბერძენთა ძლიერებას ქართველები კარგად ხედავდნენ, იხ. ჯუანშერთან ბერძენთა ,,სიმარჯუე ზღუათა შინა ნავებისაი".
ამგვარად, ქართველისთვის ევროპა ძალისა და სიმწყაზრის (მშვენიერების) მხარეა, აქ ვიკინგები არიან კაცნი მძლენი და მრავლის შემძლენი, ფრანგები ურიცხვნი და დიდნი ნათესავნი, ბრიტანელები ,,გარყვნილები", ბერძნები ,,დედლები".
აფრიკელები ინფანტილურები.
8. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი ეკლესიის ყველაზე დიდი მასწავლებლის, გიორგი მთაწმინდელის შეხედულება, რომელიც საქართველოს ეკლესიაში გაბატონდა - დასავლეთ ევროპელებმა მოციქულთა რწმენა ყველაზე უმწიკვლოდ შეინახეს, ამ თვალსაზრისს იზიარებენ სხვა ქართველი მოძღვრებიც, ათონის მთაზე ქართველი და იტალიელი ბერები ღამეებს ათევენ საუბარსა და კულტურულ ურთიერთგაცვლაში, ქართველებს სურთ სულიერი თანამშრომლობა ევროპასთან, აღიარება ევროპისგან, ამ სულისკვეთებითაა ნაწერი შემდეგი დიდებული ტექსტიც:
9. ,,ბრწყინვალედ დღესასწაულობს ჰრომი, ევროპი და ყოველი სოფელი დასავლისაჲ ქადაგებს ღუაწლთა შენთა სანატრელო ილარიონ და იშუებენ საჴსენებელსა შენსა ღირსო"
ილარიონ ქართველისადმი მიძღვნილი ძველქართული საგალობელი
Greatly celebrated Rome, Europe and the whole West preaches on your merits Blessed Hilarion and rejoices in your commemoration day, worty
Old Georgian hymn of St. Hilarion Georgian
ლაშა-გიორგის სიტყვა დარბაზს:
10. ,,მამაცი ფრანგები სამყაროს ბოლოდან მოდიან, რათა უფლის საფლავისთვის იომონ, ჩვენ კი, ვისთვისაც ეს უფრო იოლია, არ ვაკეთებთ ამას".
ვინსენტ დე ბოვე
11. ქართველ მხედართაგან ფრანგთა შეფასებაში რომ ფრანგული წყაროები არ ტყუიან, ჩანს ზაით ად დინის ცნობიდანაც, რუმის სულთან ქაიხუსრევის სამხედრო სამსახურში მყოფი ფარადავლა თორელი, შალვა ახალციხელის ვაჟი,
თურქ სარდლებზე სულთანს მიუთითებდა: ,,ესენი ლაჩრები არიან, მიბოძე ქართველები და ფრანგები და მე შევებმები მონღოლებს"
12. ,,ქართველები მეუბნებოდნენ, რომ ფრანგების ეშინიათ მთელ ცისქვეშეთში, მათ შორის მონღოლებსაც"
სიმონ დე სან კვენტინი
13. ,,ქართველებში არსებობს სიმღერა, რომელიც ფრანგი რაინდების დიდებაზე მღერის"
ბიუსბეკი
14. ,,ქართველმა მღვდლებმა მითხრეს, რომ მათ ქვეყანაში არსებობდა წინასწარმეტყველება, რომ რომაელი ქრისტიანები უნდა მოსულიყვნენ მათი ქვეყნის სახსნელად, მათ წინაპრებს ეს წინასწარმეტყველება გაულექსავთ. ქართველმა მღვდლებმა რამოდენიმეჯერ იგალობეს ის ჩემთან."
პავლე მარია ფაიანცელი
15. იოანე ბატონიშვილი კი ამერიკის შესახებ წერს:
,,მცხოვრებნი ამერიკასა შინა განიყოფებიან ხუთგვარად - ესე იგი თვით ბუნებითვე ამერიკელნი (ანუ ინდიელები, ბ. ჭ.), შობილნი მუნვე, ევროპიელნი, კროილნი შობილნი ევროპელთა და ამერიკელთა შეუღლებით, ნეღრ მოსრულნი აფრიკით, მულატნი - შობილნი თეთრის სახის ადამიანთაგან".
თუ მოგეწონათ, მოიწონეთ და გაუზიარეთ მეგობრებს . დიდი შრომაა ჩადებული და ბევრი წყაროა შეკრებილი.
თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის