USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი "ჰამასის" ბარბაროსულ, ტერორისტულ ორგანიზაციას გაანადგურებს
თარიღი:  498

ერთიანობის მთავრობა “დიდ მესიჯს აგზავნის” - ისრაელი "ჰამასის" ბარბაროსულ, ტერორისტულ ორგანიზაციას გაანადგურებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტში (ქნესეთში) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ებრაელმა ხალხმა ბნელ გამოწვევებს გაუძლო, “შესაძლოა მეტს, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ერმა, მაგრამ არასდროს არ დავნებებულვართ.”

ნეთანიაჰუს თქმით, ებრაელის ხალხისთვის გასული კვირა ყველაზე საშინელი დღე იყო ჰოლოკოსტის შემდეგ.

დღეს ისრაელის პარლამენტმა (კნესეტმა) კენჭი უნდა უყაროს ოპოზიციური პარტია “ეროვნული ერთიანობის” ლიდერის ბენი განცისა და ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატის დანიშვნას ეროვნული საგანგებო მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

“ჩვენი ეროვნული ერთიანობა დიდ მესიჯს აგზავნის, გარეთაც და შიგნითაც… ამ კონფლიქტის წინაშე ერთად ვდგავართ შიდა ძმობითა და ერთმანეთზე ზრუნვით”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის