USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ბენ ჰოჯესი - საქართველოში ოპოზიცია დაზარალებული მხარეა
თარიღი:  1012

ის, რომ საქართველოს მთავრობამ ასეთი ძალა გამოიყენა ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ, ისე გამოიყურება, როგორც უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი - ამბობს თადარიგის გენერლისა და ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, ბენ ჰოჯესი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას. 

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გადადგას ნაბიჯი და სიტუაციას კონტროლიდან გასვლის საშუალება არ მისცეს.

ჰოჯესის თქმით, ის, რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება.

„ამით მხოლოდ კრემლი და კრემლის მხარდამჭერები სარგებლობენ. ასეთ ძალადობას ქართველი ხალხისთვის კარგი არაფერი მოაქვს. საქართველოს მეგობრებმა, განსაკუთრებით, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა, აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ ორივე მხარე ერთმანეთს დაელაპარაკოს. ამასთან, იმედი მაქვს ნებისმიერი სახის ძალადობის შედეგად, მეტი ადამიანი აღარ დაშავდება. არ ვისურვებდი, ვნახო სანქციები მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ. ყურადღებით უნდა შევაფასოთ ის, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არ არის კუნძული. ის მსოფლიოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს. ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი არაპირდაპირ თუ სხვა გზებით ჩართულია ამ ყველაფერში, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთადერთი ბენეფიციარია. კრემლს არ სურს ისეთი საქართველო, რომელიც ევროპასთან მეტად ინტეგრირებულია. ჩვენ მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმაზე, თუ სადაა ეს გავლენა. ამასთან, ოპოზიციასაც აქვს აქ საკუთარი როლი. ის, რა თქმა უნდა, დაზარალებული მხარეა, მაგრამ პასუხისმგებლიანი, შემდგარი და ცივი გონების მქონე ოპოზიციის „ლიდერშიპი“ ასევე დამხმარე [ფაქტორი] იქნება. ვფიქრობ, არ შეიძლება მოლაპარაკებამდე წითელი ხაზების გავლება, რადგან ამ შემთხვევაში რეალური მოლაპარაკება ვერ გექნება. იმედი მაქვს, მოვნახავთ გზებს, რომ ორივე მხარემ შეძლოს დაძაბულობის შემცირება“,- განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

როგორც ჰოჯესი ფიქრობს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სიფრთხილეს გამოიჩენს მეგობარი ქვეყნების მიმართ სანქციების დაწესების მხრივ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათ ამ ვალდებულებას კანონი დააკისრებს ან როცა სხვა გამოსავალი არ არსებობს.

„შეერთებული შტატები ყველასთვის საუკეთესო შედეგს აღწევს მაშინ, როცა სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობს. ვისურვებდი, რომ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი და სხვა ისეთი ქვეყნებიც ჩაერიონ ამ ყველაფერში, რომლებიც რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე ზრუნავენ, ან უნდა იზრუნონ. კარგი იქნება, ამერიკასთან ერთად, სხვებიც ჩაერთონ ისეთი გამოსავლის მონახვაში, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიას სცემს პატივს. ლიბერალურ დემოკრატიაში ძლიერი ოპოზიციური პარტიები უნდა არსებობდეს. ხალხის ინტერესი მაშინაა საუკეთესოდ დაცული, როცა მათ ერთგული და ძლიერი ოპოზიციური პარტიები ჰყავთ. ეს ყველაფერი მმართველ პარტიას უბიძგებს, უკეთესად იმუშაოს სწორედ იმის გამო, რომ მას კონკურენტი ჰყავს. არა მგონია, ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში შედიოდეს ის, რომ საქართველოს ზურგი შეაქციოს. თუმცა, ვიტყვი , რომ ამ ყველაფრის გამო ამერიკული ბიზნესისთვის საქართველო ნაკლებად მიმზიდველი ხდება. თუ ისინი არ ენდობიან სასამართლო პროცესს, გამჭვირვალობას, თუ ვერ ხედავენ იმას, რომ მთავრობა სამართლიანია, ამას შეიძლება შედეგად ის მოჰყვეს, რომ ამერიკულმა და ევროპულმა ბიზნესმა საქართველოს ზურგი შეაქციოს.

ასევე ვიტყოდი, რომ ის, რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება. ისედაც ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ამ ყველაფრით, საქმე ურთულდება შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას უჭერენ მხარს. ვაშინგტონის ხელშეკრულება საუბრობს მოკავშირეების მიერ საერთო ღირებულებების გაზიარებაზე და ის, რაც ახლა თბილისში ხდება, ამ ღირებულებებთან თანხვედრაში არ არის. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ორივე მხარე დაჯდეს და გამოსავალი სწრაფად მონახოს“, - თქვა ჰოჯესმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის