USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ბელგიაში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა
дата:  693

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის ზოოპარკში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ბეჰემოთებს სურდო დაეწყოთ, რის შემდეგაც ვეტერინარებმა მათ ანალიზები აუღეს. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია - ზოოპარკში მკაცრი სანიტარული ზომები იყო დაცული, თანამშრომლებს კი კორონავირუსი არ ჰქონიათ.

ამჟამად ბეჰემოთები თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ იზოლაციაში იმყოფებიან. მათი სრულ გამოჯანმრთელებამდე ვოლიერი ზოოპარკის სტუმრებისთვის დახურული იქნება.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати