USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
Tbilisi
bbc: აშშ სარგებლოს ნავთობის ბაზარზე არსებული ვითარებით და სტრატეგიულ მარაგს ავსებს
Date:  692

ნავთობის ბაზარზე ფასები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა რითაც სარგებლობას აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები.

ამჟამად ამერიკული რეზერვები ამ ნედლეულით ივსება. ტრამპმა დაადასტურა აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის განზრახვა, რომ დამატებითი 75 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი შეიძინა.

„ჩვენ ამჟამად სტრატეგიული ნავთობის მარაგს ვავსებთ, ვთვლით, რომ შესანახი ობიექტები შეძლებენ მინიმუმ 75 მილიონი ბარელი ნედლეულის მიღებას.“-განაცხადა დონალდ ტრამპმა .

ეს ხაზინას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი დაუჯდება. პანდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა ენერგიის მოთხოვნილება, პირველ რიგში ჩინეთში, შემდეგ კი სხვა დასავლეთის და ევროპის ქვეყნებში.

ანალიტიკოსი ჯიმ ბურხარდის თქმით-”საწვავის მოთხოვნა არ არის. ხალხს ნაკლები ბენზინი ან დიზელი სჭირდება, ისინი ავტომობილებს ნაკლებად იყენებენ. სატვირთო გადაზიდვების რიცხვი დაეცა. რესურსი ახლა არ არის გამოყენებული. ისინი იგზავნება საცავეებში, მაგრამ მათ მოცულობასაც აქვს სასრული და სწრაფად ამოწურვადია."

 

წყარო: bbc.com

economics
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

See all
Survey
By the way