USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს
Date:  676

აჭარის მთავრობის მიერ, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მეორე ეტაპის ფარგლებში აშენდება 9-მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლებშიც 1 077 ოჯახი მიიღებს ბინას. ახალი ბინები იქნება კეთილმოწყობილი და სრულად აღჭურვილი გაზმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურით. გარდა საცხოვრებელი სახლებისა, ტერიტორიაზე მოეწყობა საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეები. პროექტი 2028 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პირველი ეტაპის ფარგლებში კი, ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა და 582 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა.

სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც აქტიურად მიმდინარეობს. 2028 წლისთვის, მიმდინარე პროექტები დასრულდება და 2000-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა კეთილმოწყობილი ბინა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე და აჭარის მთავრობის წევრები გაეცნენ.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way