USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
თარიღი:  752

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 

მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცი მოტოციკლეტს მართავდა, რომელიც ქვეითს დაეჯახა. 70 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა. 

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა კაცი ავარიის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. მისი ახლობლები ყვებიან, რომ მოტოციკლი მან რამდენიმე თვის წინ შეიძინა. 

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის