USD 2.6930
EUR 3.1627
RUB 3.5963
თბილისი
„ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელებმა 10 000 ტონაზე მეტი ნედლი ნავთობი პროცედურების გვერდის ავლით განკარგეს და რეზერვუარებში ნავთობის ნარჩენები განათავსეს - დაკავებულია ყაზახეთის სამი მოქალაქე
თარიღი:  330

საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტში ბიზნესმენ გელა ბარკალაიას კუთვნილ აგარაკში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 2 დეკემბერს, ბრალდებულები მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდნენ და თავს დაესხნენ დაზარალებულს, რომელსაც ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და მუქარით თანხის და ძვირფასეულობის გადაცემა მოსთხოვეს.

„სამართალდამცავებმა ბრალდებულები 3 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის