USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
ბათუმის გენერალური გეგმის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა
თარიღი:  1360

ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანია ,,სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა მოაწერა ხელი. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, ხელშეკრულება ისტორიული ღირებულებისაა, ვინაიდან დაიწყება მუშაობა დოკუმენტზე, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქალაქის სწორი განვითარებისთვის.

„ერთი წლის წინ, დავდე პირობა, რომ ჩვენ დავიწყებდით სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტების შემუშავებას. დღეს, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ისტორიული დღეა, უკვე გამოვავლინეთ გამარჯვებული კომპანია და სწორედ დღეიდან, დავიწყებთ მუშაობას დოკუმენტზე, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქალაქის სწორი განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, ურბანული პროცესების არასწორი მიმართულებით განვითარებამ გამოიწვია ქაოტური მშენებლობები, რაც უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს და ამ კუთხით ქალაქის წინაშე პრობლემები დაგროვდა. ქალაქის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი კი, ბათუმს ქაოტური მშენებლობების განხორციელებისგან დაიცავს. დოკუმენტი სიღრმისეულ კვლევებს დაეყრდნობა, გაითვალისწინებს და დაარეგულირებს ქალაქის სწორ სამშენებლო პოლიტიკას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიური და რეკრეაციული ზონებისა და ეკონომიკურ განვითარებას, კომუნალური ქსელების მოწყობას, საზოგადოებრივ კეთილდღეობასა და სხვა ძირითადი სისტემების ოპტიმიზაციას. ინფორმაციას, დოკუმენტზე მუშაობის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ კვარტალურად ჩავიბარებთ. პროცესი იქნება გამჭვირვალე და მაქსიმალურად მოვახდენთ საზოგადოების ჩართულობას. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ქალაქის სწორ განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია თითოეული ბათუმელისთვის“,-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერიის ცნობით, კომპანიის გუნდმა, მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, პრეზენტაცია გამართა, რომელზეც წარადგინა სამუშაო გუნდის წევრები და ისაუბრა ქალაქისთვის გენერალური გეგმის მნიშვნელობაზე, შემუშავების ეტაპებსა და სამუშაო პროცესზე. მათი ინფორმაციით, განიხილეს არსებული გამოწვევები და ხაზი გაუსვეს პროცესში დაინტერესებული პირების ჩართულობისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას.

„ხელშეკრულების შესაბამისად, კონკურში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს საპროექტო მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დაგეგმვასა და სათანადო შედეგების მიღწევას, შუალედური და საბოლოო დოკუმენტების სახით. გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის