USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
ბათუმი - ₾200 მლნ, ბორჯომი - ₾100 მლნ - მთავრობამ ქალაქების იერსახის გასაუმჯობესებლად 2 ტენდერი გამოაცხადა
თარიღი:  1020

წყარო:https://bm.ge/

საქართველოს მთავრობამ 300 მილიონი ლარის ღირებულების 2 ტენდერი გამოაცხადა - მათგან პირველი ბათუმის იერ-სახის განვითარებას ითვალისწინებს და მისი ღირებულება 200 მილიონი ლარია. მეორე კი ქალაქ ბორჯომის განვითარებას ითვალისწინებს და მისი ღირებულება 100 მილიონი ლარია.

ორივე ტენდერის პირობები მსგავსია, მუნიციპალური განვითარების ფონდს პრეტედენტმა უნდა წარუდგინოს საკუთარი იდეა და ხედვა თუ რა სახით გეგმავს კონკრეტული ქალაქის განახლებას. შესაბამისად, ამ მხრივ თავად კომპანიებმა უნდა წარადგინონ ბათუმის და ბორჯომის განვითარების კონცეფციები.

სატენდერო პირობები ასეთია:

“ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში/ბორჯომში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება.

ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქალაქ ბორჯომის ლოკაცია რაც მოიცავს: ლოკაციის ესკიზის/კონცეფციის შემუშავებას, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას და ესკიზისა და პროექტით განსაზღვრული სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას; ლოკაციების რეაბილიტაციის მიზნით ესკიზის შემუშავების დროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ რეგიონის მახასიათებელი ნიშნებისა და კულტურული თავისებურებების შენარჩუნება/გათვალისწინება და ესკიზში ასახვა, რომელ რეგიონსაც განეკუთვნება დანართში წარმოდგენილი ლოკაციები. დავალება არ გულისხმობს ობიექტების არსებული იერსახის სავალდებულოდ შენარჩუნებას.სარეაბილიტაციო. მიმწოდებელი ვალდებულია, ესკიზების მომზადებისას, გაითვალისწინოს სარეაბილიტაციო ობიექტების იერსახის განახლება (საჭიროების შემთხვევაში), ამ ობიექტების ფუნქციური დანიშნულების, ისტორიული ან/და კულტურული თავისებურებების და არქიტექტურის თანამედროვე/ინოვაციური მიდგომების შესაბამისად,”- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

ტენდერში წინადადებების წარდგენა 29 აგვისტოს ჩათვლით არის შესაძლებელი.

პირობების თანახმად, კომპანიებმა უნდა დაადასტურონ, რომ მათ მომზადებული აქვთ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 2 მილიონი ლარის ღირებულების საპროექტო დოკუმენტაცია და ამასთან აშენებული/რეკონსტრუირებული აქვთ არანაკლებ 65 მილიონი ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობები.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის