USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
„ბასიანი 2023“-ის ფარგლებში საველე სწავლება გაიმართა
თარიღი:  537
სამეთაურო საშტაბო სწავლება „ბასიანი 2023“ დასრულდა.
 
სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებითა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წვრთნებში თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.
 
სამეთაურო-საშტაბო სწავლება საველე კომპონენტსაც მოიცავდა, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან და შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. თავდაცვის ძალების მეთაურმა სწავლების მიზნის, ამოცანებისა და ძალთა სტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ამოცანაზე ორიენტირებულ საველე კომპონენტში პირველი ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფს საცეცხლე მხარდაჭერას მე-5 საარტილერიო ბრიგადის ბატალიონი უწევდა.
 
სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ოპერაციების ერთობლივ დაგეგმვას, თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისას კოორდინირებულ მოქმედებებსა და ოპერაციების მართვის პროცესში მართვისა და კონტროლის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის ინტეგრირებას.
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის