USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ბაიდენი ტრამპზე - ეს კაცი უფრო ფიდელ კასტროა, ვიდრე უინსტონ ჩერჩილი
თარიღი:  833

აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, ჯოზეფ ბაიდენმა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მესამე რაიხის პროპაგანდის მინისტრს, იოზეფ გებელსს და კუბის ყოფილ ლიდერს, ფიდელ კასტროს შეადარა.

„ის გებელსივითაა, რადგანაც იგივე მეთოდებს იყენებს - თუ იტყვით სიცრუეს, შემდეგ კი იმეორებთ და იმეორებთ, ის ყველასთვის ცნობილი გახდება. ის იყენებს გვარდიას თეთრ სახლთან მომიტინგეების დასაშლელად. ეს კაცი უფრო ფიდელ კასტროა, ვიდრე უინსტონ ჩერჩილი,“-განაცხადა ბაიდენმა MSNBC-ის პირდაპირ ეთერში.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

https://www.politico.com/

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის