USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
ბ-ნი გია ჟორჟოლიანი ტოვებს ქართულ ოცნებას და გარანტირებული დეპუტატობის ნაცვლად "პატრიოტებს" ეკედლება
дата:  1778

ე.ი. სოციალისტი მიდის გაურკვეველ ვითომ ორთოდოქსებთან, გარანტირებული საპარლამენტო სკამის იმედად. არა, ბ-ნო გია?

დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან "ქართული ოცნების" მისამართით მოწოდებები, რომ მან არსებული ვითარება გამოასწოროს, ფუჭია. ქართველი ხალხი ამ განცხადებების გარეშეც კარგად ხვდება არსებული ვითარების სიმწვავეს, - ამის შესახებ პარტია "სოციალ-დემოკრატების" ლიდერმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დამარცხებით თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

ჟორჟოლიანის თქმით, "ქართული ოცნება" საპროტესტო მოძრაობად დარჩა.

"ქართულმა ოცნებამ" თავისი მისია ამოწურა. მან ხელისუფლება უნდა დათმოს. დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან "ქართული ოცნების" მისამართით კრიტიკა, მოწოდებები, რომ მან არსებული ვითარება გამოასწოროს - ფუჭია. ქართველი ხალხი ამ განცხადებების გარეშეც კარგად ხვდება არსებული ვითარების სიმწვავეს და გრძნობს პოლიტიკური ელიტის უუნარობას, გამოასწოროს ვითარება. 2012 წელს საქართველოს ისტორიაში მოხდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა - დამარცხდა რეპრესიული და ავტორიტარული "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი. ეს მართლაც ისტორიული მოვლენა და "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, მაგრამ ამით „ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა“, - განაცხადაჟორჟლიანმა.

მისივე შეფასებით, „ოცნება“ არ იყო მოწოდებული და ვერ მოახერხა, ქვეყანა წაეყვანა განვითარების გზით.

„ეს იყო საპროტესტო მოძრაობა და საპროტესტო მოძრაობადვე დარჩა. დღეს, ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის 8 წლის შემდეგაც, ამ პარტიის ლეგიტიმაცია ისევ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ პროტესტზე დგას. მხილება, კინკლაობა და დაპირისპირება - სამწუხაროდ, ესაა დღევანდელი პოლიტიკის შინაარსი. თუ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს, განვითარების გზას დაადგეს, ეს პროტესტის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

პარტია "ქართული ოცნება" თავის თავს ვეღარ შეცვლის, ამის რესურსი მას არ გააჩნია. ამიტომ, ჩვენ, „სოციალ-დემოკრატები“ მივიჩნევთ, რომ „ოცნება“ არ უნდა ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას და არ უნდა შეუშალოს ხელი ახალ, კონსტრუქციულ, ჯანსაღ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინიციატივებს, ძალებს, ჯგუფებს შეცვალონ ოცდაათწლიანი მანკიერი წესრიგი, რომელიც აზარალებს ჩვენს მოსალხეობას, არა "ნაციონალურ მოძრაობას“ - დღეს აღარ არის საკმარისი. ხალხმა 2020 წლის არჩევნებში უარი უნდა უთხრას, როგორც "ნაციონალურ მოძრაობას", ისე "ქართულ ოცნებას" - განაცხადა ჟორჟოლიანმა

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати