USD 2.6101
EUR 3.0342
RUB 3.1036
თბილისი
აზიას მომაკვდინებელი ეპიდემია უტევს- ჩინეთში "კორონავირუსის" 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თარიღი:  1110

ჩინეთში „კორონავირუსის“ ახალი ტალღის შედეგად პნევმონიის 139 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც აღნიშნული დაავადებით მესამე ჩინელი გარდაიცვალა. ამის შესახებ წერს CNN-ი.

ჯანმრთელობის დაცვის სახელისუფლებო შტოს წარმომადგენელთა განცხადებით ვირუსი უკვე გასცდა ქალაქი ვუჰანის საზღვრებს გასცდა და სხვა ქალაქებში დაფიქსირდა დაინფიცირების შემთხვევები- მათ შორის პეკინსა და შენჯენში.

ვუჰანის მუნიციპალური ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ქალაქში უკვე 136 შემთხვევა დაფიქსირდა დაფიქსირდა ვირუსის, რომლის გამოც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 33 კი ამ დრომდე მძიმედაა. მთავრობის წარმომადგენლები ეპიდემიის გავრცელების ფაქტს ვუჰანის ზღვისპროდუქტების ბაზარზე არსებულ დაინფიცირებულ თევზებს უკავშირებენ.

ეპიდემიის გავრცელების საფრთხის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული გაფრთხილების შემდეგ, აშშ-მა და აზიის უმეტესობა ქვეყნებმა, მათ შორის ტაილანდმა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, სინგაპურმა და მალაიზიამ ვუჰანიდან ჩასული მგზავრების აეროპორტში შემოწმება დაიწყეს.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის