USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა
თარიღი:  657

ვიზიტის ფარგლებში შევხვდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.
როგორც აღინიშნა, ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა, რაც ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მყარი საფუძველია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები მომავალშიც სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება.
მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან მაღალი დონე და კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის.
კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას და მადლობა გადავუხადე აზერბაიჯანის რესპუბლიკას, პრეზიდენტ ალიევს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდაჭერისთვის და ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვისთვის დღევანდელ დღეს. მას დავუდასტურე, რომ საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდამჭერი.

პრეზიდენტ ალიევს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადავუხადე და გამოვთქვი იმედი, რომ მალე შეძლებს, გვეწვიოს საქართველოში. მას ოფიციალურად გავუზიარე მოწვევა და გვაქვს იმედი, რომ მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნული ვიზიტიც იქნება ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის