USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში კერძო ავტომობილებით გადაადგილებასა და უკანონო პარკირებასთან დაკავშირებით 4192 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
Date:  1455

ევროპაში ავტობუსის პირველი ზოლი 1963 წელს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მოეწყო, როდესაც ტრამვაის სისტემა გაუქმდა და ლიანდაგები ავტობუსის სავალ ნაწილად გადაკეთდა.

 სიახლეს ფეხი მალევე აუწყვეს გერმანიის სხვა დიდმა ქალაქებმა და 1970 წელს პირველად ჩაიწერა გერმანიის საავტომობილო გზების კოდექსში, როგორც ავტობუსისთვის გამოყოფილი ზოლი (Bus Lane). გერმანიის მსგავსად, 1964 წელს იაპონიასა და საფრანგეთშიც გაკეთდა ავტობუსისთვის განკუთვნილი ზოლი.

2017 წლიდან თბილისში მოეწყო პირველი განცალკევებული საავტობუსე ზოლი და, ეტაპობრივად, კვლავ მიმდინარეობს დახაზვითი სამუშაოები.

 ამ ეტაპზე დახაზვითი სამუშაოები იგეგმება: თამარ მეფის გამზირზე და მირიან მეფის ქუჩაზე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების მიზნით 2022 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში კერძო ავტომობილებით გადაადგილებასა და უკანონო პარკირებასთან დაკავშირებით 4912 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way