USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
ავსტრალიაში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
თარიღი:  398

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრალიაში, სიდნეიში, სამოგზაურო მედია კონფერენციაში IMM Australia 2025 International Media Marketplace მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გლობალური მედია კონფერენციის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები National Geographic-ის, BBC-ის, CNN-ის,Conde Nast Traveler-ის, Lonely Planet-ის, The Independent-ისა და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს, რედაქტორებსა და ბლოგერებს შეხვდნენ. უცხოური მედიის წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ზაფხულისა და ზამთრის კურორტებს, სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას. საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,უცხოელი ჟურნალისტებისთვის, ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის მედიატურებს გამართავს.

მედია კონფერენციაში International Media Marketplace, 200-ზე მეტი მედიასაშუალება და 155 ბრენდი კომპანია მონაწილეობდა. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბეჭდურ და ციფრულმედია ინდუსტრიაში მოღვაწე პირების გაერთიანება, ტურიზმის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტების, ინფლუენსერების, ბლოგერების, იუთებერებისა და ინსტაგრამერების ერთ სივრცეშიშეკრება.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის