USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ავღანეთში აფეთქებების სერია იყო - არის მსხვერპლიც
თარიღი:  736

სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა ავღანეთში აფეთქებების შედეგად. როგორც მედია წერს, დაშავებულია 30 ადამიანი.

აფეთქებები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში და აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჯალალაბადში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადგილას, ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მიერ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები აფეთქდა. დაშავებულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. - ამის შესახებ Al Jazeera წერს

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის