USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
ავეჯის კომპონენტების მწარმოებელი კომპანია „ელთიბი“ ევროკავშირისა და EBRD-ის დახმარებით წარმოებას ზრდის
თარიღი:  1023

ორი ათეული წლის წინ, სამმა მეგობარმა საქართველოში ერთობლივი საქმის დაწყება გადაწყვიტა და მაღალი ხარისხის ავეჯის კომპონენტების წარმოება დაიწყო.

ამგვარად, 2004 წელს, სულ რაღაც 10 კაციანი გუნდით შეიქმნა კომპანია „ელთიბი“, რომლის სახელიც დამფუძლებლების ინიციალებს აერთიანებს და კომპანიის მჭიდრო კავშირსა და გუნდურ მუშაობას ასახავს.

დამფუძნებლები თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ განვითარება და ხარისხი კომპანიისთვის პრიორიტეტი იქნებოდა, რაც, თავის მხრივ, მის მომავალ წარმატებასაც განაპირობებდა. ასეც მოხდა, ამბობს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ზაალიშვილი.

წლებიაელთიბის“ წარმატება რამდენიმე საკვანძო ფაქტორზეა დაფუძნებულისტაბილური ზრდა და განვითარებაინოვაციურობადელეგირების უნარი და ისეთი სამუშაო გარემოსადაც თანამშრომლებს თავისუფლად შეუძლიათ იდეების დაფიქსირება“, - ამბობს ზაალიშვილი და აღნიშნავს, რომ დღეს კომპანიაში 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

დეტალებზე ორიენტირება

დღეს, „ელთიბი“ ავეჯის კომპონენტების/მაკომპლექტებელი დეტალების ფართო ასორტიმენტს და მომსახურების სამ ძირითად მიმართულებას სთავაზობს მომხმარებელს: ავეჯის კომპონენტებისა და მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი; საწარმოო მიმართულება: ავეჯის ფასადების დამზადება, საფასადე და საკარკასე მასალის დაჭრა-დაწიბოება და სამღებრო – „პალიტრა“, სადაც ნებისმიერი დეტალის შეღებვა არის შესაძლებელი.

თბილისში და საქართველოს დასავლეთ-ცენტრალურ იმერეთის რეგიონში არსებულ ფილიალებში, „ელთიბი“ ემსახურება როგორც საცალო, ასევე საბითუმო მომხმარებლებს.

კომპანიის ლოგო წარმოადგენს იმ ძირითად ღირებულებებს, რომლებსაც კომპანიის გუნდი პირველივე დღიდან მისდევს, აღნიშნავს ზაალიშვილი. ლოგოს მარტივი კვადრატული დიზაინი გადმოსცემს სტაბილურობისა და ბალანსის განცდას, ხოლო მისი მთავარი მწვანე ფერი განასახიერებს სიახლეს, ზრდას და განვითარებას. ჭანჭიკი კი იმაზე მიუთითებს, რომ ყველა დეტალი მნიშვნელოვანია და მხოლოდ მათი ერთობლიობით მიიღება ხარისხიანი პროდუქტი, ამბობს ზაალიშვილი.

„ელთიბი“ ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია, როგორიცაა Blum, Egger, CLEAF, SM'art, VIBO, Italiana Ferramenta, Roberto Marella, CINETTO და სხვა. ეს საერთაშორისო თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიაწოდოს ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების მიერ შემუშავებული პროდუქტები, რაც უზრუნველყოფს როგორც ხარისხს, ასევე ინოვაციას.

ელთიბიში“ უმაღლესი ტექნოლოგიითა და ხარისხით დამზადებული ავეჯის დეტალები ჩვენს მომხმარებლებს უმარტივებს სამუშაო პროცესს და ეხმარება ავეჯის საბოლოო ვერსიის შექმნაში ამბობს ზაალიშვილი.

ახალი შესაძლებლობები

COVID-19 პანდემიიდან გამოსვლის შემდეგ, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ეკონომიკას, „ელთიბიმ განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების ძიება დაიწყო.

ევროკავშირის EU4Business პროექტმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) იდეალური შანსი მისცეს კომპანიას გაეზარდა თავისი ბიზნესი EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის გამოყენებით, რომელიც ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს.

ინიციატივა მიზნად ისახავს დაეხმაროს ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს ინვესტიციების დაფინანსებაში და იმ შესაძლებლობების გამოყენებაში, რომელსაც სთავაზობს DCFTA - საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც 2014 წელს გაფორმდა და ძალაში 2016 წელს შევიდა.

მიღებული მხარდაჭერის შედეგად კომპანიები ახალ აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებში აკეთებენ ინვესტიციებს, რაც ხელს უწყობს მათი მუშაობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობას.

„ელთიბიმ“ მოახერხება ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი განახლებების განხორციელება. კომპანიამ შეისყიდა ფილების დაწიბოების გერმანული დანადგარი და იტალიური ხერხი, რომელიც სამგორის ფილიალის საწარმოშია წარმოდგენილი. სამღებრო „პალიტრას“ შეემატა იტალიური დანადგარებით აღჭურვილი, საქართველოში პირველი ავტომატიზებული ლაბორატორია, რომელიც წარმატებით ამუშავდა.

შედეგად „ელთიბის“ სამგორის ფილიალის გაყიდვები სამჯერ გაიზარდა, რაც წარმოების მაღალი ხარისხით იქნა გამოწვეული. სამღებრო „პალიტრამ“ მომხმარებელს შესთავაზა 2500-ზე მეტი ფერი. ფერის ზუსტი ასლის დასმის შესაძლებლობა კი ახალი ლაბორატორიის გამართვით მიეცა.

ამ ტიპის მხარდაჭერა მრავალფეროვანს ხდის ჩვენს მომსახურებებსხოლო მომხმარებლებს მეტი ნდობა აქვთ ჩვენი საქმიანობის მიმართ,“ ამბობს ზაალიშვილი.

ალბათ ყველაზე უმნიშვნელოვანესირაც EBRD-ის და EU4Business-ის მხარდაჭერას მოყვა ეს არის შესაძლებლობებივაწარმოოთ ტექნოლოგიურად გამართული დეტალები იმ ხარისხითრომ საექსპორტო ხაზი განვავითაროთ.“

წელს, პირველად „ელთიბის“ მიერ წარმოებული პროდუქცია საერთაშორისო გამოფენაზე, SICAM-ზე იქნება წარმოდგენილი. SICAM-ი საერთაშორისო დონის გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად იტალიაში, ქ. პორდენონეში ტარდება, ხოლო მასზე წარმოდგენილი ყველა კომპანიის საქმიანობა ავეჯის წარმეობას უკავშირდება.

გვეამაყებარომ პირველი ქართული კომპანია ვართრომელიც იტალიაში საქართველოს სახელით იქნება წარმოდგენილი,“ ამბობს ზაალიშვილი.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის