USD 2.7544
EUR 3.1229
RUB 3.3528
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდებიან ვარსკვლავები 20 ივნისს?
дата:  652

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივნისისთვის???

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვარსკვლავები ვერძს ბიზნესსა და ფინანსურ სფეროში დახმარებას ჰპირდებიან. ხელსაყრელი დროა ახალი საქმის დასაწყებად ან სამსახურის შესაცვლელად. დავალებას, რომლის შესრულება ადრე შეუძლებელი გეგონათ, ადვილად გაუმკლავდებით. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა, ცვლილებებს ჯერჯერობით არ უნდა ელოდოთ. ამ დღეს თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა ყოყმანი იქნება - სწრაფად და პრინციპულად უნდა იმოქმედოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეს დღე თქვენს სოციალურ წრეში ცვლილებებს მოიტანს - შესაძლოა ახალი, საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. მანქანის მართვის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემებისა და მოსალოდნელი ავარიების შესახებ გაფრთხილებენ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს ბევრი რამ იქნება თქვენს განწყობაზე დამოკიდებული. რომელ გზას აირჩევთ, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. იურიდიული საკითხები სწრაფად და წარმატებით მოგვარდება. მზად იყავით იმისთვის, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება ან გამოცვლა გაუთვალისწინებელ ხარჯებს გამოიწვევს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეს დღე საინტერესო სიახლეებს უკავშირდება. შესაძლოა, ისეთი მოვლენის მონაწილე გახდეთ, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაზე პირდაპირ ან ირიბად იმოქმედებს. ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი სიზარმაცის შედეგებს მოიმკით. კოლეგას დახმარების თხოვნაზე უარს ნუ ეტყვით. გაითვალისწინეთ, რომ მალე შეიძლება თქვენც დაგჭირდეთ მისი მხარდაჭერა.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ვარსკვლავები გამუდმებით განიშნებენ, როგორ უნდა მოიქცეთ და რას უნდა ელოდოთ გზაზე. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, სიზმრებსა და წინათგრძნობას. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ამ დღეს უჩვეულოდ გამახვილებულია. ლომებს, რომლებიც დიდი ხანია, დატვირთული რეჟიმით მუშაობენ, იძულებითი გაჩერება მოუწევთ. ეცადეთ, ხანმოკლე შვებულება დაგეგმოთ. მოერიდეთ მენეჯმენტთან დაპირისპირებას, რადგან საკუთარი სიმართლის დამტკიცება გაგიჭირდებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს დავიწყებულმა დაავადებებმა შეიძლება თავი შეგახსენოთ, ამიტომ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ვარსკვლავები თქვენგან სიმტკიცეს მოითხოვენ. ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები, რომლებიც კონკურენტებისგან გამოგარჩევთ, დავალების შესრულებისთვის გამოიყენოთ. ამ დღეს გაჩნდება შესაძლებლობა, რომელიც უახლოეს ხანებში წარმატებას მოგიტანთ.სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ახალი ნაცნობი ფინანსურ საკითხებში დაგეხმარებათ, მაგრამ მის პირობებს დაუფიქრებლად არ უნდა დათანხმდეთ - გამორიცხული არ არის, რომ თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. ადამიანი, ვინც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ, ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ფიქრობთ. იფიქრეთ შვებულებაზე - დროა გარემო შეცვალოთ და ძალები აღიდგინოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ვითარება თქვენგან სწრაფ რეაგირებას და უჩვეულო მოქმედებას მოითხოვს. ბევრ სიტუაციაში ვარსკვლავები თქვენს სიმტკიცეს გამოცდიან. რთული სიტუაციიდან ყველაზე ადვილად გამოვლენ ის მორიელები, რომლებსაც არასტანდარტული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება შეუძლიათ. მხარდაჭერას ნურავისგან ელით, გამოსავალი თავად უნდა იპოვოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მშვილდოსნის ჩანაფიქრი სავარაუდოდ, რეალობად იქცევა. როგორი რთულიც არ უნდა ჩანდეს, ეცადეთ თქვენი ახალი იდეა განახორციელოთ. გირჩევთ, დიპლომატიური ნიჭი მოლაპარაკების დასაწყებად გამოიყენოთ, საჭირო ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ და საყვარელ ადამიანს გული გადაუშალოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ჩანაფიქრის განხორციელებისთვის დრო არ გყოფნით, ამიტომ შესაძლოა, გეგმების გადახედვა მოგიწიოთ. სხვისმა შეცდომამ შეიძლება სამუშაო პროცესი მნიშვნელოვნად გაართულოს. ეცადეთ, გარემოებების მიხედვით იმოქმედოთ და რთული დავალებების შესრულებაზე უარი თქვათ. შესაძლებელია საღამოს რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდეთ. იმაზე, თუ როგორ მოაგვარებთ მას, ბევრი რამ არის დამოკიდებული.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დროა, ყველაფერი ზედმეტისგან გათავისუფლდეთ და საკუთარი ფიქრები, სამუშაო თუ საცხოვრებელი სივრცე მოაწესრიგოთ. სახლის ინტერიერში მცირე ცვლილებებიც კი პოზიტიურ ტენდენციებს მოიზიდავს. ბევრი მიიღებს დახმარებას, რომელსაც დიდი ხანია ელის.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს მოლაპარაკების წარმატება მხოლოდ თქვენს ორატორულ უნარზეა დამოკიდებული. გავლენიან ადამიანთან ნაცნობობა ხელსაყრელ შეთავაზებას მოგიტანთ. ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი ჩანაფიქრი განახორციელოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ექსპერიმენტის ნებისმიერი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი არაეფექტური.
 

 

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати