USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 9 თებერვალი?
 921

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
დღეს შეიძლება მოულოდნელობებით დაიწყოს, მაგრამ დროულად რეაგირება ბევრ პრობლემას აგაცილებს. ახლობლებისგან დახმარება არ მოგაკლდება. ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილეა საჭირო – ზედმეტი რისკი არაფერში გამოგადგება.

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
მშვიდი დღეა, თუმცა გაღიზიანება შეიძლება გაგიჩნდეს, თუ გეგმები ისე არ აეწყო, როგორც გინდოდა. ახლობლების მხარდაჭერა დღეს განსაკუთრებით გაგახარებს. ფულის ხარჯვისას გაწონასწორებული იყავი, ზედმეტი ფუფუნება ახლა არ გჭირდება.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
დღეს საუბრები და შეხვედრები მნიშვნელოვანია – შესაძლოა, სასარგებლო ინფორმაცია მიიღო. ემოციური ფონი საკმაოდ არასტაბილურია, ამიტომ ეცადე, არავის აჰყვე უსარგებლო კამათში. სამუშაოზე ახალი იდეები შეიძლება გაგიჩნდეს, მაგრამ ჯერ დროა საჭირო მათ განსახორციელებლად.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
დღე მშვიდი და პროდუქტიული იქნება, თუ გადამეტებული ემოციები არ შეგიშლის ხელს. შეიძლება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იფიქრო, მაგრამ სწრაფი მოგების დაპირებას ნუ ენდობი. პირად ურთიერთობებში მეტი გულწრფელობა დაგეხმარება.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
ენერგიული დღეა, მაგრამ არ ღირს გარშემომყოფებზე ზედმეტი ზეწოლის მოხდენა. თუ გინდა, რომ გეგმები წარმატებით განხორციელდეს, ადამიანებს მეტი თავისუფლება უნდა მისცე. ფულთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო – დაუფიქრებელი ნაბიჯები პრობლემებს გამოიწვევს.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
დღეს დეტალებზე კონცენტრირება განსაკუთრებით გამოგადგება. ფინანსური გადაწყვეტილებები გააზრებულად უნდა მიიღო. ახლობლებისგან სითბოს და მხარდაჭერას იგრძნობ, მაგრამ ზედმეტი კრიტიკა შეიძლება უსიამოვნებებს გამოიწვიოს.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
დღეს გაწონასწორებული მოქმედება საუკეთესო გამოსავალია. შესაძლებელია საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაცია, რაც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნის. კარიერულ საკითხებში სიფრთხილე გმართებს – გადამეტებული თავდაჯერებულობა შეცდომას გამოიწვევს.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
მოუთმენლობის გამო შეიძლება უსიამოვნებებს გადააწყდე, ამიტომ დღეს დინებას მიჰყევი და ზედმეტი კონფლიქტი აირიდე. ფულთან მიმართებაში ზედმეტი სიფრთხილე არ გაწყენს – დაუფიქრებელი ხარჯები მომავალში სანანებელი გაგიხდება.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ახალი იდეები და გეგმები გაქვს, მაგრამ რეალობას უნდა შეხედო – ყველაფერი ერთ დღეში ვერ შეიცვლება. დღეს კარგია მეგობრებთან კონტაქტი, რადგან ისინი გაბალანსებულ ხედვაში დაგეხმარებიან. ფინანსურად თავი ზედმეტად არ უნდა დატვირთო.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
მოწესრიგებული და ყურადღებიანი თუ იქნები, ბევრი საქმის მოგვარებას შეძლებ. შესაძლებელია მცირე სირთულეები, მაგრამ მიზანდასახულობა გადაგარჩენს. თუ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება გიწევს, არ აჩქარდე – ჯერ კარგად დაფიქრდი.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
დღე ახალ იდეებს და შესაძლებლობებს მოიტანს, მაგრამ სწრაფ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებ. შეიძლება ვინმესგან მოულოდნელი მხარდაჭერა მიიღო. ახლობლებთან კომუნიკაცია სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. ფინანსური სიტუაცია სტაბილურია, თუ ზედმეტ ხარჯებს მოერიდები.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
დღეს ემოციური ფონი არასტაბილურია, ამიტომ კონფლიქტებს მოერიდე. ძველი შეცდომების გამოსწორების შანსი მოგეცემა, მაგრამ ამისთვის საკუთარი თავის კრიტიკა არ არის საჭირო. ფულის დაზოგვა გმართებს – გაუთვალისწინებელი ხარჯები შეიძლება გაჩნდეს.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way