ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
შეიძლება, ყურადღების ცენტრში მოხვდეთ და უამრავი ქათინაური დაიმსახუროთ. გარშემომყოფებს თქვენი გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები სჭირდებათ. გამოიყენეთ ეს დრო საჭირო კავშირების დასამყარებლად. ეცადეთ, საღამო მეგობრების გარემოცვაში, აქტიურად გაატაროთ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
ამ დღეს თქვენი ინტუიცია ისე კარგად მუშაობს, როგორც არასდროს. გამოიყენეთ ეს შანსი სასარგებლო ინფორმაციის მიღებისა და ბიზნესკომუნიკაციისთვის. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი გარემოცვიდან გადაუმოწმებელი ინფორმაციით შეცდომაში შეგიყვანოთ. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
ეს დღე ყველაზე მეტად შემოქმედებითი საქმიანობისთვისაა შესაფერისი. ეცადეთ საკუთარ მიზნება და სურვილებში გაერკვიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, 9 ოქტომბერი საყვარელ ადამიანთან ერთად, შინაურ გარემოში გაატაროთ. თუ სახლში ოთხფეხა მეგობარი, გყავთ ყურადღება მიაქციეთ - შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შექმნას.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
ეცადეთ, შესაძლებლობა გამოიყენოთ - პერსპექტიული ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
დილიდან სიზარმაცის შეტევებს ებრძვით. ძალისა და ნებისყოფის მოკრება დაგჭირდებათ, რათა საკუთარი მოვალეობები შეასრულოთ. დღის მეორე ნახევარში ახალი ან ძველი, საყვარელი ფილმი განწყობას აგიმაღლებთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, დროა პროფილაქტიკური კვლევა ჩაიტაროთ.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
პლანეტების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ პრობლემებს, რომლებიც თქვენმა კოლეგებმა ვერ დაძლიეს. თქვენი შრომისმოყვარეობა ნებისმიერ, თუნდაც ძალიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანს აღაფრთოვანებს. ახლა კარგი დროა, რომ დიდი ხნის წინ დაწყებული, უიმედო საქმე დაასრულოთ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
ამ დღეს თქვენი პროფესიონალიზმი და ინტუიცია კამათსა და დისკუსიებში დაგეხმარებათ. საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ, სასურველ შედეგს გამოიღებს. საღამოს საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენერგია, ჩხუბის ნაცვლად, სიყვარულზე დახარჯოთ.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
გეჩვენებათ, რომ ნათესავებისა და მეგობრების წინაშე ვალში ხართ. ამაზე ფიქრმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ და მუშაობაში ხელი შეგიშალოთ. თუ შესაძლებელია, თქვენს განცდებზე ახლობელ ადამიანს ესაუბრეთ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
წარმატებული და პოზიტიური დღე გელით. მუშაობა კმაყოფილებას განიჭებთ. შესაძლოა, მოგზაურობასთან ან ახალი საქმის სწავლასთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები შეიტყოთ. საყვარელი ადამიანის და მეგობრების რჩევა ძალიან გამოგადგებათ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
ამ დღეს გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. ეცადეთ, გარემოებებს მოერგოთ და სამუშაოსთვის განეწყოთ. შეიძლება მნიშვნელოვანი საქმის დროულად დასრულებისთვის გეგმების კორექტირება მოგიწიოთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
პიროვნული მომხიბვლელობის დამსახურებით ამ დღეს სასურველის მიღწევას ადვილად ახერხებთ. ეცადეთ ხშირად გაიღიმოთ - ეს სკეპტიკოს ადამიანებსაც კი თქვენ მიმართ სიმპათიით განაწყობს. ეს დღე ხელსაყრელია რაღაც ახალი და საინტერესოს შესასწავლად ან სანახავად.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს განვითარებულ მოვლენებს გაგებით მოეკიდოთ და სიტუაცია არ გაართულოთ. ეს ყველაზე ჩახლართული საკითხების მარტივად გადაჭრაში დაგეხმარებათ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომის დაშვებას აგაცილებთ.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.