რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ნოემბრისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ახალი შეგრძნებებისა დევნამ შეიძლება უსიამოვნო ამბავში გაგხვიოთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიფრთხილით მოეკიდოთ ნებისმიერ მიპატიჟებას და მოერიდოთ სარისკო საქმეში მონაწილეობას. სავარაუდოდ, ამ დღეს წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
გარშემომყოფები თქვენს პროვოცირებას ცდილობენ და თქვენს ნერვებს გამუდმებით გამოცდას უწყობენ. ვარსკვლავები გირჩევთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ურთიერთობა გაფუჭდეს.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
ემოციურად რთული დღეა. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, ცივი გონება შეინარჩუნოთ. შესაძლოა, წარსულიდან ვიღაცამ ან რაღაცამ თავი შეგახსენოთ. არსებობს შეცდომების გამოსწორების და შერიგების შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ამ დღეს ახალი საქმის დაწყებას უნდა მოერიდოთ.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
ამ დღეს საქმეში შეცდომების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, საკუთარი გადაწყვეტილება კოლეგებთან შეათანხმოთ და მათ არგუმენტებს უფრო მეტად დაეთანხმოთ. საყვარელ ადამიანებთან უფრო გულწრფელი უნდა იყოთ და დაუფარავად უთხრათ ყველაფერი, რაც გაწუხებთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
ამ დღეს შეიძლება ისეთ საკითხებშიც კი შეცდეთ, რომლებშიც კარგად ერკვევით, ამიტომ მნიშვნელოვანია, არ აჩქარდეთ და გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გადაამოწმოთ. მიუხედავად იმისა, რომ კოლეგების ნელი მუშაობა ძალიან გაღიზიანებთ, ეცადეთ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ და უხეშად არავის მიმართოთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე და ერიდეთ ინფექციურ დაავადებებს.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
ამ დღეს შეიძლება მოულოდნელ სირთულეს შეეჯახოთ, მაგრამ ეს უფლებას არ გაძლევთ, რომ ბრაზი უდანაშაულო ადამიანებზე იყაროთ. შეცვალეთ დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება - არ გაბრაზდეთ და არ მოიწყინოთ. სამსახურში გადაწყვეტილების მიღებამდე, რჩევა გამოცდილ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ. აჩქარებამ შეიძლება, მძიმე შეცდომა გამოიწვიოს, რომელიც ფინანსურად დაგაზარალებთ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
რთული დღეა. ნუ მოგატყუებთ მოჩვენებითი სიმშვიდე თქვენ გარშემო. არ მოდუნდეთ და არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ. უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. კარგი იქნება, თუ დაგეგმილ მოგზაურობას რამდენიმე დღით გადადებთ. დღის მეორე ნახევარში ოჯახის ხანდაზმულ წევრებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
პრობლემა, რომელიც ამ დღეს შეგექმნებათ, ემოციის გარეშე და უყოყმანოდ უნდა მოაგვაროთ, თუნდაც კომპრომისზე წასვლა დაგჭირდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უსიამოვნებები დიდხანს გაგრძელდება. ეცადეთ ახალი უნარები და გამოცდილება შეიძინოთ - ისინი მალე კარიერული წინსვლისთვის დაგჭირდებათ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ამ დღეს მაქსიმალურად ეცადეთ, თითოეული სიტყვა და მოქმედება კარგად აწონ-დაწონოთ. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახლობელი ადამიანების მიმართ, მოერიდეთ დაუსაბუთებელ კრიტიკას და გული არავის ატკინოთ. დროა თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზეც იფიქროთ, მით უმეტეს, რომ ახალი წლიდან ახალი პერსპექტივები გამოჩნდება.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
ამ დღეს თუ ყურადღებით იქნებით, შეიძლება გაარკვიოთ ის, რაც ადრე ძალიან დამაბნეველი და რთული ჩანდა. ზოგიერთი თხის რქა იპოვის პასუხს კითხვაზე, რომლებიც აწუხებს არა მხოლოდ მას, არამედ მის გარშემომყოფებსაც.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
რთული, დაძაბული დღეა. უსიამოვნება ყველაზე მოულოდნელ ადგილზე გელით. ეცადეთ, საკუთარ სიტყვებს და მოქმედებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ნუ გასცემთ დაპირებებს, რომლებსაც ვერ შეასრულებთ. დღეს ყველა საქმე ჩვეულებრივზე ნელა მოგვარდება, ამიტომ ჯობს, მნიშვნელოვანი საკითხები შემდეგი დღეებისთვის გადადოთ.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
ამ დღეს ურთიერთობებში სირთულეები გელით. შესაძლოა, ნებისმიერი უწყინარი საუბარი კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ გირჩევთ, ნეიტრალურ თემებზე ისაუბროთ და კამათში ან ჩხუბში არ ჩაერთოთ. უპირატესობა მარტივ და სასიამოვნო საქმეებს მიანიჭეთ - ახლა რთული პროექტებისთვის საკმარისი ენერგია არ გაქვთ.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.