USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 9 მარტი?
თარიღი:  2946

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 მარტისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ახლობელ ადამიანებს მხარი დაუჭიროთ და შეცდომის გამოსწორებაში დაეხმაროთ. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას - ის თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხებს და სწორ მიმართულებას დაგანახვებთ. ეცადეთ, ამ დღეს ახალი ადგილები მოინახულოთ და ახალ ადამიანებს შეხვდეთ. უპირატესობა მარტივ და სასიამოვნო საქმეებს მიანიჭეთ - ახლა რთული პროექტებისთვის საკმარისი ენერგია არ გაქვთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

გირჩევთ, ეს დღე სრულფასოვან დასვენებას დაუთმოთ - ის აკეთეთ, რაც გსიამოვნებთ და მეგობრებთან ერთად გაერთეთ. ახლა ყველაზე მეტად სამსახურის პრობლემებისგან დასვენება და რთული კვირის წინ ძალების აღდგენა გჭირდებათ. ეცადეთ, საკუთარ სიტყვებს და მოქმედებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ნუ გასცემთ დაპირებებს, რომლებსაც ვერ შეასრულებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მძაფრი შეგრძნებების სურვილით შეიძლება საეჭვო ავანტიურაში ჩაერთოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამან შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოგიტანოთ და თქვენი საფულე დააცარიელოს. სანამ შეთავაზებას დათანხმდებით, მისი მოსალოდნელი შედეგები უნდა გათვალოთ. მაგას აჯობებს, თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზე იფიქროთ, მით უმეტეს, რომ ახლა მეტი თავისუფალი დრო გაქვთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეცადეთ, თქვენი წარმოსახვა აამუშაოთ და რთული საკითხები არასტანდარტული ხერხით გადაჭრათ. ასე სირთულეების დაძლევას და სასურველი შედეგის მიღწევას უფრო ადვილად შეძლებთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, თუ საჭიროა - რჩევა გამოცდილ ადამიანებსაც უნდა სთხოვოთ. გჯეროდეთ საკუთარი თავის და ყველაფერი გამოვა.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ვარსკვლავები მნიშვნელოვან შეხვედრას გპირდებიან. შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს ან შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ადამიანს საკუთარი წარსულიდან. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახლობელი ადამიანების მიმართ. მოერიდეთ დაუსაბუთებელ კრიტიკას და გული არავის ატკინოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს სამსახურის არსებობა უნდა დაივიწყოთ. ახლა ყველაზე მეტად საზრუნავისგან გათავისუფლება და დასვენება გჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ დადებით ადამიანებთან იურთიერთოთ და სასიამოვნო თემებზე ისაუბროთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო გულწრფელი უნდა იყოთ და დაუფარავად უთხრათ ყველაფერი, რაც გაწუხებთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ხელსაყრელი დროა, რომ თანამოაზრეებთან ერთად საინტერესო საკითხები განიხილოთ და ერთმანეთს საინტერესო იდეები გაუზიაროთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი და არცთუ სასიამოვნო მოვლენები გელით, თუმცა ეს დროებითი სირთულეებია. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და წვრილმანებზე არ იღელვოთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე და ერიდეთ ინფექციურ დაავადებებს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს დახმარებაზე უარი არავის უთხრათ. იფიქრეთ, თუ როგორ შეიძლება საკუთარი გატაცება შემოსავლის წყაროდ აქციოთ. შეიძლება მოულოდნელ სირთულეს შეეჯახოთ, მაგრამ ეს უფლებას არ გაძლევთ, რომ ბრაზი უდანაშაულო ადამიანებზე იყაროთ. შეცვალეთ დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება და ყველაფერი კარგად იქნება.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

რთული კვირის შემდეგ თავს გადაღლილად და მოდუნებულად გრძნობთ. დროა, სამუშაო პრობლემებისგან დაისვენეთ და სიმშვიდე დაიბრუნოთ. ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. საყვარელ ადამიანებთან გატარებული დრო ბევრ დადებით ემოციას გაჩუქებთ და განწყობას აგიმაღლებთ. შესაძლოა, წარსულიდან ვიღაცამ ან რაღაცამ თავი შეგახსენოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს მაღაზიებში სიარული სასარგებლო იქნება - სავარაუდოდ, სასურველ ნივთს ხელსაყრელ ფასად შეიძენთ. ვარსკვლავები გირჩევენ, უსარგებლო ნივთების შეძენას მოერიდოთ, რადგან უახლოეს ხანებში ფული უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის დაგჭირდებათ. ახალი ემოციების დევნამ შეიძლება უსიამოვნო ამბავში გაგხვიოთ, ამიტომ ნებისმიერ მიწვევას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და ოპტიმისტური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. ამ დღის ტენდენციებს დიდხანს იგრძნობთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეცადეთ, ეს დღე სასარგებლოდ გამოიყენოთ და დიდი ხნის წინ თაროზე შემოდებული საქმე დაასრულოთ. რაღაც შემთხვევამ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ და გეგმების შეცვლა გაიძულოთ. გადაწყვეტილების მიღებისას უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და პასუხის გაცემა არ იჩქაროთ, რათა შეცდომები თავიდან აირიდოთ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის