USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 ნოემბერი?!
 557

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ნოემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მშვიდად იმუშავეთ - ნაჩქარევმა პასუხმა ან გადაწყვეტილებამ შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ. წარსულის ზოგი მოვლენა თქვენს ცხოვრებაში ისევ დაბრუნდება. გახსოვდეთ საკუთარი გამოცდილება და ძველ შეცდომებს ნუ გაიმეორებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, შექმნილი ვითარება კონკურენტების ჩამოცილებისა და საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გამოიყენოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს გარშემო მყოფები და კოლეგები ისე გაღიზიანებთ, რომ სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ. ყველაფრის მიუხედავად, კამათს და დაპირისპირებას უნდა ერიდოთ, რომ მნიშვნელოვანი ურთიერთობები არ გააფუჭოთ. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის მართალი ვერ იქნებით. გარკვეული საკითხების გადასაჭრელად თქვენი უნარები და გამოცდილება შეიძლება საკმარისი არ იყოს. საღამოს უპირატესობა მიანიჭეთ ნაცნობ და სასიამოვნო აქტივობებს, რომლებიც დაგამშვიდებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გაღიზიანება და ცუდი განწყობა მუშაობაში და სასურველი შედეგის მიღებაში ხელს გიშლით, ამიტომ ეცადეთ, კამათში არ ჩაერიოთ, მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ. ხელსაყრელი დღეა წარსული შეცდომების გამოსწორებისა და თვითანალიზისთვის. ბაზარში ან მაღაზიაში საყიდლებზე გასვლისას სიფრთხილე გამოიჩინეთ - მოსალოდნელია თაღლითობა ან ფულის დაკარგვა.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს აქტიურობას უნდა მოერიდოთ. ეცადეთ, ცვალებად გარემოებებს მოერგოთ და კომპრომისული გადაწყვეტილებები მოძებნოთ. გირჩევთ, ოჯახის წევრებს საკუთარი განცდებისა თუ პრობლემების შესახებ გულწრფელად უამბოთ. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება დაგაზარალოთ. განსაკუთრებით ავტომობილის სწრაფ მართვას და მჭრელ საგნებთან ურთიერთობას მოერიდეთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

რთული და სტრესული დღეა. შეიძლება პრობლემები ყველაზე მოულოდნელ დროს შეგექმნათ, მაგრამ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ურთიერთობის გარკვევას მოერიდეთ. დღის მეორე ნახევარში ემოციური ფონი შემცირდება და ურთიერთობა გაადვილდება. თავი შეიკავეთ ხორციანი საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარებისგან - გამორიცხული არ არის ინტოქსიკაცია და ჯანმრთელობის პრობლემები.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ბედი სასიამოვნო სიურპრიზებსა და საჩუქრებს გიმზადებთ. დახმარების თხოვნაზე უარი არავის უთხრათ. გირჩევთ, საპასუხისმგებლო მოლაპარაკებები თუ საქმიანი დისკუსიები სხვა დღისთვის გადადოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც ახლობელ ადამიანს მიეცით – მისი შესრულების დროა.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

რთული დღეა. ვარსკვლავები უფროსებთან ან პარტნიორებთან მოსალოდნელი კონფლიქტის შესახებ გაფრთხილებენ. შესაძლოა, მოულოდნელმა ამბავმა გეგმების შეცვლა გაიძულოთ. არ არის გამორიცხული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები. გირჩევთ, მეგობრის ან საყვარელი ადამიანის რჩევებს დაუჯეროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ეცადეთ, მთელი დღე მოვლენების ცენტრში იტრიალოთ და თქვენთვის საინტერესო პროცესები აკონტროლოთ. გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა გაიზრდება და გამრავლდება. კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ამ დღეს მხოლოდ სახლი და აგარაკი კი არა, პირველ რიგში, საკუთარი გრძნობები უნდა მოაწესრიგოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, მომავალს უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ფრთხილად იყავით - შეიძლება ერთმა დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ დიდი ხნის მანძილზე ნაშენები ურთიერთობა დაასრულოს. ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ, მხოლოდ წინ იყურეთ და არ დაუბრუნდეთ იმას, რაც უკვე დაასრულეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვა ადამიანების მოსაზრებებს მეტი პატივისცემით მოეკიდოთ. ყოველგვარი აგრესია გამორიცხეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ფრთხილად იმუშავეთ და ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციეთ, რადგან ამ დღეს დაშვებული შეცდომის გამოსწორება ძნელი იქნება. ხელსაყრელი დღეა კარიერული წინსვლისთვის. კარგად დაფიქრდით, ვინ ან რა გართმევთ ენერგიას და თავიდან მოიცილეთ. სასურველია, რომ ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები სხვა დროისთვის გადაიტანოთ და სტუმრად მიწვევაზე თავაზიანი უარით უპასუხოთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს - შესაძლებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მოვლენებით დატვირთული დღეა. დილიდან პრობლემის გადაჭრა და უსიამოვნებების დაძლევა მოგიწევთ. ყველაფრის მიუხედავად, შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. უმჯობესია მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დღისთვის გადადოთ. სავარაუდოდ, ძველი კავშირების განახლება შემოსავლის ახალი წყაროების პოვნაში დაგეხმარებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეს დღე მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად არახელსაყრელია, ამიტომ შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვა დროისთვის უნდა გადადოთ. არსებობს კონფლიქტური სიტუაციებისა და კონფლიქტების ალბათობა, ამიტომ საკუთარი სიტყვები და ემოციები უნდა აკონტროლოთ. შემთხვევით გაცნობილი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. შესაძლოა, სიყვარული იქ იპოვოთ, სადაც არ ელით.

tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way