USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 მარტი?
Date:  1660

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
დღეს შეიძლება ისეთი საკითხები წამოიჭრას, რომლებიც ადრე გვერდზე გაწიეთ, მაგრამ ახლა უკან დაბრუნდნენ. მოემზადეთ, რომ იმავე პრობლემას მეორედ ვერ გაექცევით.
ოჯახი: შესაძლოა, თქვენი პირდაპირობა საყვარელ ადამიანებს ცოტათი გააღიზიანოს. მოუსმინეთ, ნუ გაწყვეტთ.
ბიზნესი: თუ შეთანხმება არ შედგა, ნურავის დაადანაშაულებთ, უბრალოდ დროულად მიხვდით, რომ სხვაგან უნდა ეძებოთ გამოსავალი.
სიყვარული: თქვენს შარმს ვერავინ გაექცევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მზად არის სერიოზული ურთიერთობისთვის.
კარიერა: ზედმეტი ინტრიგების გარეშე იმოქმედეთ – ამის დრო და ენერგია არ გაქვთ.
სამსახური: ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან – თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, კოლეგებმა თქვენი სანდოობაც კი ეჭვქვეშ დააყენონ.

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
დღეს ზედმეტი სენტიმენტები არ გაწყენთ, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გონებით უნდა მოხდეს.
ოჯახი: სხვისი პრობლემების გადაწყვეტა თქვენსას ვერ მოაგვარებს.
ბიზნესი: კონკურენციას ნუ შეეშინდებით – ამას მხოლოდ სუსტები უფრთხიან.
სიყვარული: გაბედეთ, რომანტიკული ჟესტები არავის დაუზიანებია (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზედმეტი გააკეთეთ).
კარიერა: უფრო მეტს მოითხოვთ, ვიდრე მოცემული სიტუაცია გაძლევთ. მოთმინება გმართებთ.
სამსახური: ვინმეს არ მოატყუოთ, დღეს ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
ცვლილებების დრო მოვიდა, მაგრამ ამის გაკეთება დაგეგმილად სჯობს, ვიდრე ქაოტურად.
ოჯახი: მოულოდნელი ამბავი შეიძლება მიიღოთ, რომელიც სიტუაციას ახალ კუთხეს მისცემს.
ბიზნესი: ინვესტიციებზე ნუ იჩქარებთ, ჯერ ყველა რისკი გადაამოწმეთ.
სიყვარული: მოკლედ, თუ უყურადღებოდ იქნებით, ვიღაც შეიძლება ზედმეტად განაწყენდეს.
კარიერა: ახალი იდეები კარგი ამბავია, მაგრამ უფროსი ჯერ ძველებს ვერ ეჩვევა.
სამსახური: ურთიერთობები თქვენზეა დამოკიდებული – თუ ზღვარს გადალახავთ, ნურავის დაადანაშაულებთ.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
გრძნობთ, რომ რაღაც შეიცვალა? ეს მხოლოდ დასაწყისია.
ოჯახი: მშვიდი საღამო არავის აწყენს, განსაკუთრებით მათ, ვინც თქვენგან მხარდაჭერას ელის.
ბიზნესი: მოლაპარაკებები შეიძლება იმაზე რთული აღმოჩნდეს, ვიდრე გეგონათ.
სიყვარული: უმნიშვნელო კამათიც კი გრძნობებზე დაგაფიქრებთ, მაგრამ პანიკა საჭირო არ არის.
კარიერა: დაფიქრდით, სად ხართ და სად გინდათ იყოთ – დროა მოქმედების.
სამსახური: თქვენი პასუხისმგებლობები იზრდება, რაც ან წნეხად იქცევა, ან შანსად – თქვენზეა დამოკიდებული.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
სცადეთ დღეს ცოტათი ნაკლები ინიციატივა გამოიჩინოთ და უბრალოდ დააკვირდით.
ოჯახი: საყვარელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მაგივრად ყველაფერი თქვენ უნდა გააკეთოთ.
ბიზნესი: მოულოდნელი შემოთავაზება გელით – კარგად აწონ-დაწონეთ.
სიყვარული: კომპლიმენტები კარგი რამეა, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ – არც სასარგებლოა და არც დამაჯერებელი.
კარიერა: ხელმძღვანელობა თქვენს იდეებს ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებს. არ დანებდეთ.
სამსახური: შეიძლება ისეთი პროექტი გაწერონ, რომლისთვისაც მზად არ ხართ, მაგრამ სწორი მიდგომით ყველაფერს მოერევით.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
გარკვეული სიტუაციები მოსაგვარებელია, მაგრამ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
ოჯახი: ნაკლები საყვედური, მეტი მხარდაჭერა – ასე ბევრად უკეთ იმუშავებს ყველაფერი.
ბიზნესი: ფულის მოძრაობა გაუმჭვირვალე ხდება? დროულად გაერკვიეთ.
სიყვარული: ემოციურად დატვირთული დღეა, მაგრამ არც ერთი პრობლემა შეუქცევადი არ არის.
კარიერა: თქვენი შრომა უყურადღებოდ არ დარჩება – უბრალოდ მოთმინება გმართებთ.
სამსახური: ზედმეტი ჩართულობა შეიძლება არა პლუსი, არამედ პრობლემა გახდეს.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
შესაძლოა, ვინმემ დღეს თქვენი სიმშვიდე გამოსცადოს – ნუ წამოეგებით პროვოკაციაზე.
ოჯახი: განწყობა ცვალებადია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სასიამოვნო გარემო.
ბიზნესი: ახალი პარტნიორები გამოგიჩნდებიან, მაგრამ ენდეთ მხოლოდ ფაქტებს.
სიყვარული: შეიძლება რაღაც ისე ვერ წავიდეს, როგორც გეგონათ, მაგრამ პანიკა საჭირო არ არის.
კარიერა: სიფრთხილე გმართებთ – კონკურენცია გაიზარდა.
სამსახური: საჭირო კონტაქტი შეიძლება სრულიად მოულოდნელ ადგილას გაგიჩნდეთ.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
დროა, გულწრფელად უპასუხოთ საკუთარ თავს – რისი გაკეთება გსურთ სინამდვილეში?
ოჯახი: ოჯახური საკითხები ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ ნუ გადაიღლებით.
ბიზნესი: ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გეგმავდით, მაგრამ გამოსავალი არსებობს.
სიყვარული: ინტერესი იზრდება, მაგრამ თუ არ გინდათ სერიოზული ურთიერთობა, დროა თქვათ.
კარიერა: თქვენი შესაძლებლობები დღეს სხვებისთვისაც ნათელი გახდება.
სამსახური: დაუგეგმავი ცვლილებები მცირე დისკომფორტს შეგიქმნით.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
დღე კარგად დაგეგმეთ – მოულოდნელობებისთვის სივრცე დატოვეთ.
ოჯახი: ოჯახური შეკრება შესაძლოა მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე ელით.
ბიზნესი: მცირედი სირთულეები შესაძლოა, დიდ სარგებლად გადაიქცეს.
სიყვარული: იფიქრეთ, რა გაკლია ურთიერთობაში – პასუხი ხელის გულზე არ გიდევთ.
კარიერა: დროა, თქვენი შესაძლებლობები სერიოზულად დააფასოთ.
სამსახური: ვიღაც თქვენი იდეებით დაინტერესდება – გამოიყენეთ ეს შანსი.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
თქვენი პრაგმატულობა დღეს ძალიან გამოგადგებათ.
ოჯახი: სიმშვიდე შეინარჩუნეთ – ოჯახური უთანხმოებები დროებითია.
ბიზნესი: კარგი დღეა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ნუ აჩქარდებით.
სიყვარული: თუ რაღაც გაწუხებთ, დროა, ამაზე ღიად ისაუბროთ.
კარიერა: რთული არჩევანი გელით, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება.
სამსახური: ფრთხილად იყავით, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
დღეს სასარგებლოა, თუ მოთმინებას გამოიჩენთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ.
ოჯახი: ოჯახური ატმოსფერო ზოგჯერ აუტანლად გეჩვენებათ, მაგრამ ეს მხოლოდ ემოციების თამაშია.
ბიზნესი: ფინანსური საკითხები უფრო მეტი ყურადღებით განიხილეთ – ზედმეტი ნდობა არავის არგებს.
სიყვარული: შესაძლოა, თქვენმა გულგრილობამ ვიღაცა გაანაწყენოს – დაფიქრდით, ასეა თუ არა.
კარიერა: თქვენი უნარები მოთხოვნადია, მაგრამ ჯერ თქვენვე უნდა დაიჯეროთ.
სამსახური: ზედმეტი იდეალიზმი სამსახურში ზოგჯერ პრობლემას ქმნის – იყავით ობიექტური.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
დღეს ემოციების კონტროლი რთული იქნება, მაგრამ თუ გონებას გააკონტროლებთ, შედეგი უკეთესი იქნება.
ოჯახი: მოსალოდნელია საუბარი, რომელიც ან ბევრ რამეს ახსნის, ან ყველაფერს დააბნევს.
ბიზნესი: გაფრთხილდით, ვინმე შეიძლება უსამართლოდ მოიქცეს თქვენ მიმართ.
სიყვარული: ერთ დღეს თავბრუს გახვევთ, მეორე დღეს – გაუგებრობაში დაგტოვებენ. ამას მოემზადეთ.
კარიერა: შესაძლებელია ახალი შესაძლებლობა, მაგრამ ჩასაფრებულ კონკურენტებს არ გაექცევით.
სამსახური: თუ გრძნობთ, რომ რაღაც არასწორად მიდის, ინტუიციას ენდეთ – ის იშვიათად გატყუებთ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way