USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 მაისი?
дата:  7815

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

შესაძლოა, ამ დღემ თქვენს ნერვებს გამოცდა მოუწყოს. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. ნუ იქნებით უმადური - ძაღლიც არ კბენს იმ ხელს, რომელიც აჭმევს.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ხელსაყრელი დღეა მწერლების, ჟურნალისტების, მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის - შესრულებული სამუშაო წარმატებას და აღიარებას მოგიტანთ. ეცადეთ ტყუპები თქვენს მოკავშირედ აქციოთ. ის თქვენსა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შორის შუამავლის როლში მნიშვნელოვან სამუშაოს შეასრულებს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მრავალმხრივი ინტერესების მქონე, ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ, ამიტომ იმის ნაცვლად, რომ ყურადღება ერთ საკითხზე გაამახვილოთ და ხვალინდელ დღეზე იზრუნოთ, შეიძლება ენერგია ყველა მიმართულებით, უსარგებლოდ დახარჯოთ. გირჩევთ საზღვარგარეთ სწავლასა და პროფესიულ განვითარებაზე სერიოზულად იფიქროთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

შესაძლოა, ამ დღეს სიყვარული გეწვიოთ, თანაც ამისთვის სახლიდან გასვლაც კი არ გჭირდებათ - სავარაუდოდ, მეზობლად მცხოვრებ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, რომელიც დანახვისთანავე მოგხიბლავთ. ნუ ეცდებით გრძნობას შეეწინააღმდეგოთ - ის თქვენს ცხოვრებას დადებითი მიმართულებით შეცვლის.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ბევრს ფიქრობთ, მაგრამ საქმის კეთებისთვის განწყობილი არ ხართ. სიზარმაცის შეტევას ებრძვით, რომელსაც მოგვიანებით ქაოსური მოქმედებები ჩაანაცვლებს, თუმცა საეჭვოა, ამან სარგებელი მოგიტანოთ. პროფესიულ საქმიანობაზე ნაყოფიერი ოჯახური საქმიანობა იქნება - სახლში სარემონტო ან საყოფაცხოვრებო სამუშაოები გელით.

 ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

საქმის საბოლოო შედეგი დამოკიდებულება იმ გავლენაზე, რომელსაც გარშემო მყოფები თქვენზე ახდენენ. არ შეიძლება, რომ გამუდმებით სხვების ჩრდილქვეშ იყოთ. დროა, საკუთარი გზით იაროთ და საკუთარი უნარები თამამად წარმოაჩინოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს იძულებული იქნებით ქონებასთან ან მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ოჯახური საქმეების მოგვარებაზე იზრუნოთ. არასოდეს დაკარგოთ ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი - ისინი რთული დაბრკოლებების დაძლევაში დაგეხმარებათ. დღეს ყველაზე ნაკლებად სხვის რჩევებს უნდა ენდოთ და საკუთარ ინტუიციას დაეყრდნოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ხელსაყრელი დროა ერთობლივი დასვენებისა და გართობისთვის, თუმცა, ოჯახის უფროსი და უმცროსი თაობის წარმომადგენელთა ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. დროა გადაწყვიტოთ რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი: მეგობრული ან სოციალური კავშირები, გატაცება და სიყვარული თუ ოჯახური ცხოვრება?

 მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

გელოდებათ მივლინებები, მოგზაურობა. პირადი გამოცდილებისა და დაგროვილი ცოდნის წყალობით კარიერული ზრდაა მოსალოდნელი. საინტერესო სამუშაოს შემოგთავაზებენ, საქმეები მოიმატებს, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. უთხარით საკუთარ თავს, რომ თქვენ გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც გსურთ და ამისთვის საუკეთესო გზებსაც იპოვით.

 თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს თხის რქები ვენერას გავლენას ემორჩილებიან. ცდილობთ, ახალ გრძნობას ყოველმხრივ შეეწინააღმდეგოთ, მაგრამ არაფერი გამოგივათ. ემოციების შეკავების ნაცვლად ეცადეთ, ადამიანის მიმართ თქვენი ნამდვილი გრძნობები გამოხატოთ. გულწრფელად ნათქვამ რამდენიმე სიტყვას სიტუაციას რადიკალურად შეცვლა შეუძლია.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

საინტერესო დღე გელით. საკუთარ თავში ისეთ ნაკლს მოერევით, რომელიც დიდი ხანია, ბევრ საქმეში ხელს გიშლით. ამ დღეს ინტუიციას ნუ ენდობით და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, საკმარისი ინფორმაცია მოაგროვეთ.

მარტოხელა მერწყულები დაქორწინების შეთავაზებას მიიღებენ. ეს დღე ხელსაყრელია ოჯახის გაფართოებისთვის, უძრავი ქონების შეძენისა ან გაყიდვისთვის.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

დილიდან ცვალებად განწყობაზე ხართ და ნებისმიერი შენიშვნა გაღიზიანებთ. დღის პირველ ნახევარში ფინანსური უზრუნველყოფის საკითხზე მოსალოდნელია კამათი და კონფლიქტები. ვენერა ფრიად საეჭვო სასიყვარულო ურთიერთობებს გპირდებათ. გირჩევთ, უარი თქვათ ფინანსებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმებაზე. მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობებს და ეცადეთ, ადრე დაიძინოთ.

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати