USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 8 აპრილი?
Date:  1127

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აპრილისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეს დღე გაიძულებთ, რომ საკუთარ გარეგნობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში ღირსეულად გამოჩნდეთ. ზოგ ვერძს მოუწევს, დაუბრუნდეს დავალებას, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ დაასრულა. ეცადეთ, დაუფიქრებელი სიტყვით თუ მოქმედებით პარტნიორს გული არ ატკინოთ. ახალი ნაცნობობისთვის არახელსაყრელი დღეა - ადამიანი, რომელსაც დღეს გაიცნობთ, უამრავ პრობლემას მოგიტანთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ხელსაყრელი დღეა ფიქრისა და განსჯისთვის, ამიტომ ცდილობთ, განმარტოვდეთ, რათა ძალები აღიდგინოთ. უარი თქვით ყველანაირ კონტროლზე, მოდუნდით და მოვლენები თვითდინებაზე მიუშვით. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს - ამ დღეს ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებთ და დროს ტყუილად დაკარგავთ. ბედმა შეიძლება კონკურენტების დამარცხების შანსი მოგცეთ, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

 

მშვენიერი დღეა თანამოაზრეების პოვნისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის, რაც საშუალებას მოგცემთ, წარმატებას გაცილებით ადრე და მარტივად მიაღწიოთ. იყავით მიზანდასახული და პრობლემების ნუ შეგეშინდებათ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დაწყებული საქმის დასრულებისთვის ძალა არ გეყოფათ, მაგრამ ასე არაა - ყველაფერი თქვენს ხელთაა.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დროა, ახალი მიზნები დაისახოთ და მიზანს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ. ბოლოდროინდელი აქტივობები სამსახურში თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს და მენეჯმენტის ყურადღებას მიიქცევს. ეცადეთ, ოჯახსა და სამუშაოს შორის ბალანსი დაიცვათ, რათა პარტნიორთან ურთიერთობა არ დაგეძაბოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ბევრ ლომს შეიძლება მოგზაურობის, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების ან წერის სურვილი გაუჩნდეს. ვიღაც კი იურიდიული საკითხების მოგვარებას გადაწყვეტს, რომლებიც აქამდე არასოდეს აღელვებდა. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, რომ არახელსაყრელი ვითარებაც კი თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. ბედმა შეიძლება კონკურენტების დამარცხების შანსი მოგცეთ, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ცდილობთ, ნებისმიერ მოვლენას ჩაუღრმავდეთ და ადამიანების ფარულ ზრახვებს ჩასწვდეთ. რაღაც შემთხვევა გაიძულებთ, რომ ფულისა და, საერთოდ, რესურსების მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. დროა, დაივიწყოთ ის, რაც უკან, წარსულში გაბრუნებთ და განვითარებაში ხელს გიშლით. ინტიმური ურთიერთობების მიმართ ინტერესი მაღალია, ამიტომ გირჩევთ, პარტნიორთან ერთად რომანტიკული საღამო მოაწყოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მთელი ყურადღება პარტნიორებთან ურთიერთობაზე გაქვთ გადატანილი. ეს შეიძლება როგორც საქმიანი, ისე პირადი კავშირები იყოს. ვიღაცასთან დაშორებას გადაწყვეტთ, ვიღაცასთან ურთიერთობა კი ახალ დონეს მიაღწევს და გაძლიერდება. ექსპერიმენტებისა და სიახლეების სურვილმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ დღეს უპირატესობა კარგად გამოცდილ მეთოდებს უნდა მიანიჭოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემებმა შეიძლება დღის განრიგის შეცვლა გაიძულოთ. ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ, რაც ამოცანის უშეცდომოდ შესრულებაში დაგეხმარებათ. მარტოხელა მშვილდოსნებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. ეს ურთიერთობა, სავარაუდოდ, ხანმოკლე იქნება, თუმცა თქვენს გონებაში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს შესაძლოა, შეცდომა იქ დაუშვათ, სადაც არ ელოდით, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია კარგად უნდა გადაამოწმოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით. სამსახურში ნაჩქარევ გადაწყვიტეილებებს და სარისკო ნაბიჯებს უნდა მოერიდოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს შესაძლოა, შეცდომა იქ დაუშვათ, სადაც არ ელოდით, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია კარგად უნდა გადაამოწმოთ. ეს დღე შესაფერისია პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისა და ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ახლობელ ადამიანებს მეტი ყურადღება სჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, დრო უფრო გონივრულად გაანაწილოთ. მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ ოჯახური წვეულება მოაწყოთ და საყვარელ ადამიანებთან სამომავლო გეგმები განიხილოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეს დღე ხელსაყრელია ურთიერთობისთვის, აზრების გაცვლისა და ხანმოკლე მოგზაურობისთვის. პლანეტების განლაგება ადამიანებში ცნობისმოყვარეობას აღძრავს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ საკუთარი თავის შესახებ ბევრ ახალ ჭორს გაიგებთ. მოერიდეთ გადაღლას და ეცადეთ, მუშაობის დროს ყურადღება ვერავინ და ვერაფერმა გაგიფანტოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყაროების ძებნა ან, უბრალოდ, ამაზე ფიქრი დაიწყოთ. ეცადეთ, ბიუჯეტი სწორად დაგეგმოთ და უსარგებლო ხარჯების დაგეგმვა შეძლოთ. თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული შესყიდვებისა და ფინანსურ დოკუმენტებზე ხელის მოწერისგან.

analytics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way