USD 2.7496
EUR 3.1224
RUB 3.3301
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 7 აპრილი?
თარიღი:  890

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის:

ვერძი

ამ დღეს აქტიურობა უნდა შეამციროთ და მეტი ყურადღება გარშემომყოფების გრძნობებს და მათთან დაკავშირებულ მოვლენებს უნდა დაუთმოთ. ეცადეთ, ადამიანებს თავშეკავებულად და ტაქტიანად მოექცეთ და ნაკლებად აკრიტიკოთ. საეჭვო შეთავაზებებს ნუ დათანხმდებით, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ.

კურო

საკუთარი სისუსტეების გამო შეიძლება ძალიან დაისაჯოთ. ამ დღეს კვებასა თუ ურთიერთობებში სიფრთხილე და თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კვებითი ინტოქსიკაცია ან იმედგაცრუება გელით. გირჩევთ ახალი კონტაქტები და შეხვედრები შეამციროთ და საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატარეთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა - მაღაზიებში ვიზიტი სხვა დროისთვის უნდა გადადოთ.

ტყუპები

ამ დღეს ადამიანებს პირველივე შეხედვით ხიბლავთ. თუ სასურველის ასაღებად უკან არაფერზე დაიხევთ და საკმარისად იაქტიურებთ, შეიძლება ძალიან ბევრს მიაღწიოთ. არახელსაყრელი დღეა რთული და ერთფეროვანი სამუშაოსთვის. გირჩევთ, ასეთი საქმეები სხვა დროისთვის დაგეგმოთ.

კირჩხიბი

ემოციები და გრძნობები გავსებთ. ყველაფერი რაც დღეს ხდება, თქვენს ძლიერ რეაქციას იწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მუშაობისგან ცოტა შეისვენოთ, ურთიერთობა შეზღთუდოთ და მთელი დღე მარტოობაში გაატაროთ. სიჩუმე და მშვიდი ატმოსფერო სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

ლომი

გირჩევთ იმ საქმეებს, რომლებიც მოგწონთ ან კარგად გამოგდით, მეტი დრო დაუთმოთ. ეცადეთ გულწრფელი საუბრისთვის დრო გამონახოთ და რაიმე საინტერესო ღონისძიება დაგეგმოთ. გახსოვდეთ, რომ საყვარელ ადამიანებს წვრილმანების გამო გული არ უნდა ატკინოთ.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ რაზე საუბრობენ თქვენ გარშემო. ახლობელ ადამიანებს ნუ გააკრიტიკებთ და სარკასტულ გამონათქვამებამდე ნუ დაეშვებით. თუ სამსახურებრივ პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, გირჩევთ დახმარებისთვის მეგობრებს ან კოლეგებს მიმართოთ.

სასწორი

იღბლიანი დღეა. წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ და ჩანაფიქრის განხორციელებაში გეხმარებათ. ეცადეთ მომენტით ისარგებლოთ და რაც შეიძლება მეტი საქმე მოასწროთ. თავი შეიკავეთ მაღაზიებში სეირნობისა და ფულის ხარჯვისგან. გირჩევთ, საკუთარი პრობლემები ოჯახის წევრებთან განიხილოთ - მათგან კარგ რჩევას დ მხარდაჭერას მიიღებთ.

მორიელი

ბოლო დღეები ძალიან დაძაბული იყო, ამიტომ კარგი იქნება თუ პაუზას აიღებთ და ცოტა დაისვენებთ. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და პრევენციული მკურნალობისთვის დრო გამონახოთ. სახლის დალაგება სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

სჯობს, რთული და საპასუხისმგებლო საკითხები სხვა დროისთვის გადადოთ, დღეს კი მსუბუქი საქმეებით დაკავდეთ. ზამთრის შემდეგ დაქვეითებულ იმუნიტეტს გაძლიერება სჭირდება - მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვით, ვიტამინები დალიეთ და სუფთა ჰაერზე მეტი იარეთ.

თხის რქა

თუ შესაძლებელია, საქმეების კეთება სამომავლოდ გადადეთ და ენერგიის აღდგენაზე იზრუნეთ. ამისთვის გჭირდებათ სრულყოფილი დასვენება, კარგად გამოძინება და პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა. სახლის დალაგება და ნივთების მოწესრიგება სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და კარგ განწყობას დაგიბრუნებთ. მოერიდეთ ფულის უსარგებლო ხარჯვას.

მერწყული

ეცადეთ, საკუთარ თავს და ახლობელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოთ. მნიშვნელოვანი საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად არახელსაყრელი დღეა. ამის ნაცვლად, ჯობს საყვარელ ადამიანს გრძნობებში კიდევ ერთხელ გამოუტყდეთ და ლამაზი სიურპრიზი მოუწყოთ. მოერიდეთ ექსპერიმენტებს და ახალ ნაცნობობას.

თევზები

ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ სამსახურში წარმატებას ადვილად აღწევთ. თუ სურვილის ასრულებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებთ, იქნებ მასზე უარის თქმა ან კორექტირება ჯობს - ვარსკვლავები სწორ მიმართულებას გიჩვენებენ.

თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 29 აპრილს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, IV,VI კვარტლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), დავით კლდიაშვილის, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, კიტა აბაშიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, ორჯონიკიძის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.