USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 6 ივლისი?
თარიღი:  

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დილას მეგობრებისგან სასიხარულო სიახლეებს შეიტყობთ, რომლებსაც დიდი ხანია ელით. სწორედ მათი დამსახურებით მთელი დღე მხიარულად ჩაივლის. სამსახურში მცირე გაუგებრობაა მოსალოდნელი, თუმცა საკუთარი პოზიციის დაცვას და ავტორიტეტის შენარჩუნებას შეძლებთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ახალი საქმის დაწყებამდე ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. ახალმა გარემოებებმა შეიძლება გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. თუ ხვდებით, რომ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარება უნდა ითხოვოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვარსკვლავების დახმარებით რთულ ამოცანებსაც თავს ადვილად ართმევთ, მაგრამ თქვენი დიდი ხნის ოცნების ასრულებისთვის მეტი ძალისხმევა გჭირდებათ. კოლეგების მხარდაჭერას მოიპოვებთ, რაც ლიდერის პოზიციებს გაგიძლიერებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დღეს ყველაზე მეტად ბასრ საგნებთან ურთიერთობას უნდა მოერიდოთ. მოსალოდნელია ტრავმა, რომელიც ხანგრძლივ აღდგენას მოითხოვს. საშუალება გექნებათ ძველი მეგობრის ერთგულებაში დარწმუნდეთ. ყველაზე სასიხარულოა, რომ ამ მეგობრობამ დროს და განსაცდელს გაუძლო.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს თქვენი ემოციური ფონი არასტაბილურია - უმიზეზო სევდა და მხიარულება ერთმანეთს ცვლის. გარშემო მყოფებისგან თანაგრძნობას ნუ ელით - მათ თქვენი შეშფოთების მიზეზი არ ესმით. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, სადაც თავს უსიამოვნოდ და მარტოსულად გრძნობთ. დღის მეორე ნახევარი უმჯობესია სახლში, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, აუცილებლად წარმატებით დასრულდება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. თქვენი შრომისმოყვარეობა და კრეატიულობა კარიერულ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ბიზნესპარტნიორებთან დაგეგმილი შეხვედრები და მოლაპარაკებები იმედის მომცემი იქნება და ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

წვრილმან პრობლემებზე ნუ იდარდებთ, ეს დროებითი უსიამოვნებებია და რამდენიმე დღის შემდეგ აღარ გემახსოვრებათ. ამ დღეს მთელი ყურადღება საზოგადოებრივ საქმეებზე და ქველმოქმედებაზე უნდა გადაიტანოთ. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას - მოსალოდნელია თავის ტკივილი ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს თქვენი ოპტიმიზმი ბევრისთვის იმედის მიმცემი იქნება. ასე გააგრძელეთ. ამ დღეს პრობლემები ცოტა ხნით უნდა დაივიწყოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც კმაყოფილებას განიჭებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს პროფესიის შეცვლის პერსპექტივას დაინახავთ. სიახლეებს აქტიურად ითვისებთ, ექსპერიმენტებს ატარებთ და სირთულეების არ გეშინიათ. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს შეგიძლიათ საკუთარ სიმართლეში ნებისმიერი ადამიანი დაარწმუნოთ. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობის უამრავი ფანჯარა გაიღება, მაგრამ გირჩევთ, ყველა შეთავაზებით ერთდროულად არ ისარგებლოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ნუ ენდობით ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ, რადგან შეიძლება ცილისწამების ან ღალატის მსხვერპლად იქცეთ. პრიორიტეტების სწორი განსაზღვრა დაგეხმარებათ, რომ თქვენი ავტორიტეტი არ დაზარალდეს. გირჩევთ, ხმაურიანი წვეულებები და გართობა ცოტა ხნით დაივიწყოთ და საღამო მშვიდად და აუღელვებლად გაატაროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ყურადღება მხოლოდ იმ პრობლემებზე გაამახვილეთ, რომლებსაც გაუმკლავდებით, სხვა დანარჩენი კი უბრალოდ დაივიწყეთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით და ეცადეთ, თქვენი ქცევა და განწყობა წონასწორობისა და სიმშვიდის მაჩვენებელი იყოს.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის