რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 იანვრისთვის:
მშვენიერი დღეა მომავალზე ფიქრისთვის! თუმცა, ჯერ მიმდინარე საქმეები უნდა დაასრულოთ, რომლებიც თქვენს თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია და წინსვლაში ხელს გიშლით. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ დღეს ყველაზე კარგად საოჯახო საქმეებს გაუმკლავდებით. თამამად იმოქმედეთ - როგორც კი ახალ მიზანს დაისახავთ, მიხვდებით მის მისაღწევად რისი გაკეთება გჭირდებათ.
კურო
კუროს შეუძლია ნებისმიერი პრობლემიდან ათობით პოტენციური გამოსავალი იპოვოს და მათგან ყველაზე მარტივი და ეფექტური აირჩიოს. კუროს ტვინი შვეიცარიული საათივით მუშაობს, ხელები კი შვეიცარიის ბანკის ოპერატორივით. ეს დღე ნებისმიერი საკითხის გადაჭრისთვის იდეალურია, გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც ტაქტის გამოვლენაა საჭირო. სამწუხაროდ, შვეიცარიული დიპლომატია ნამდვილად გაკლიათ!
ტყუპები
ამ დღეს თქვენში ნამდვილი ფინანსისტი გაიღვიძებს! ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ, რომ პრობლემას ცივი გონებით და ემოციების გარეშე მიუდგეთ. შესანიშნავი დღეა ოჯახური ბიუჯეტის გადახედვის, სამომავლო ხარჯების დაგეგმვისა და იმაზე ფიქრისთვის, მეტი შემოსავალი როგორ მიიღოთ. ამ დღეს ისეთ სფეროშიც კი, როგორიც სიყვარულია, გრძნობებს პრაგმატიზმით, ფაქტებითა და ციფრებით ჩაანაცვლებთ.
კირჩხიბი
მტკიცედ გწამთ, რომ საქმეს შესანიშნავად უმკლავდებით, შედეგებზე ხართ ორიენტირებული და სხვებისგანაც იმვეს ითხოვთ. თუმცა, გვერდიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. კერძოდ, თქვენი მითითებები ზედამხედველის მათრახს წააგავს, თქვენი პირდაპირობა უმოწყალო კრიტიკას. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ვნებები დაიცხროთ, თორემ თქვენს წინააღმდეგ უკვე ამბოხი მზადდება.
ლომი
ამ დღეს ძალების მოკრეფა დ ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ, ამიტომ ვარსკვლავები ირჩევენ, არ დაიძაბოთ. თუ სიტუაცია თქვენგან აქტიურ მოქმედებას მოითხოვს, გარშემომყოფებს უნდა დააკვირდეთ: მათგან ერთ-ერთმა ზუსტად იცის. მიეცით უფლება, რომ ცოტათი იუფროსოს... ახლა ეს ყველაზე მეტად თქვენ გჭირდებათ.
ქალწული
ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, სასურველი შედეგის მისაღებად არასტანდარტული გზა მოძებნოთ, რადგან ძველებური მიდგომა უკვე არაეფექტურია. კრეატიულობა ყველაზე პრაქტიკულ საკითხებშიც კი დაგჭირდებათ. შეადგინეთ სამუშაო გეგმა, აქციეთ უფროსთან საუბარი თეატრალურ შოუდ - თქვენ ხომ ყველაზე წარმოუდგენელი სვლების გაკეთება გეხერხებათ და თქვენს გამომგონებლობას საზღვარი არ აქვს!
სასწორი
სასწორის აზრები მუდმივად პრობლემებისა და გადაუდებელი საკითხების გარშემო ტრიალებს. შვებულებაში და საყვარელი ადამიანების წრეშიც კი პრობლემებზე ფიქრი მოსვენებას არ გაძლევთ! ასეთი დამოკიდებულების გამო, მუდმივად სახლსა და სამსახურს შორის ხართ - სამსახურიდან სახლში რეკავთ, სახლიდან - სამსახურში. კარგი ისაა, რომ თქვენი ძალისხმევა დაფასდება და წარმატებას მოგიტანთ.
მორიელი
ამ დღეს უშრეტი ენერგიისა და უზარმაზარი პოტენციალის წყალობით ყველზე რთულ, თუნდაც არასტანდარტულ ამოცანას სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით. უფრო მეტიც, პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ძალიან დიდხანს გტანჯავთ, შეიძლება ელეგანტური და მახვილგონივრული ნაბიჯი მოიფიქროთ.
მშვილდოსანი
იმხელა სიჩქარე აკრიფეთ, რომ გაჩერება გიჭირთ. თქვენი ტვინი და მთელი სხეული ფორსმაჟორულ რეჟიმში, უდიდესი დატვირთვით მუშაობს. ამის გამო გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები განსხვავებული ტემპით მოძრაობენ და მათ დაწევას ცდილობთ. თანაც ამისთვის არც ისე თავაზიან მეთოდებს იყენებთ.
თხის რქა
გარემოებები აჩქარებას გაიძულებთ და, ფაქტობრივად, ზურგში მუჯლუგუნით გიბიძგებთ. სწრაფად მოქმედება რომც არ გახასიათებდეთ, ახალ რიტმს მოერგებით. ასეთი ტრანსფორმაციის გასაღებია ჯადოსნური სიტყვა „საჭიროა“. თხის რქა თავის მოვალეობებს ძალიან სერიოზულად ეკიდება. შესაბამისად, საკუთარ საჭიროებას და სარგებლობას სრულად აცნობიერებს.
მერწყული
მზად ხართ საკუთარ მომავალზე სერიოზულად იფიქროთ და სამოქმედო გეგმა შეადგინოთ. არავითარი ღრუბლებში ფრენა - მერწყულის გეგმები სიცხადითა და პრაგმატიზმით გამოირჩევა, ამიტომ მათი განხორციელება მხოლოდ დროის საკითხია. მთავარია, რომ მომავლისკენ ყურების დროს აწმყო, უფრო კი - გარშემო მყოფი ადამიანები არ დაივიწყოთ.
თევზები
ამ დღეს თევზებს ყველაზე ნაკლებად სხვების აზრი აინტერესებს. ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს, გარშემომყოფები და მათი რჩევები კი მხოლოდ ხელს უშლის. ასე რომ, თუ თევზები საქმითაა დაკავებული, ეცადეთ თქვენი სიახლოვით არ გააღიზიანოთ. რაც შეეხება თევზისთვის რჩევის კითხვას, ამ მხრივ გზა ხსნილი გაქვთ და თევზებსაც ძალიან ასიამოვნებთ.