USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 5 თებერვალი?
თარიღი:  1124

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 თებერვლისთვის:

ვერძი

შეიძლება, რომ უნებლიეთ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენოთ. ვარსკვლავები დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგებენ. ალბათ ამიტომ, ჯერ ლაპარაკობთ და შემდეგ ამის მოსალოდნელ შედეგებზე ფიქრობთ.

ემოციებს აყოლილმა შეიძლება შემთხვევით სხვისი საიდუმლო გაამჟღავნოთ ან თანამოსაუბრეს მწარე სიმართლე სახეში მიახალოთ. გირჩევთ, იქ წახვიდეთ, სადაც ხმამაღალი მუსიკა ისმის და ყველა ცეკვავს - აქ თქვენს საუბარს ვერავინ გაიგებს.

კურო

ამ დღეს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს. თქვენმა კრიტიკულმა შენიშვნებმა და უხეშობამ შეიძლება ურთიერთობები მთლიანად დაანგრიოს.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მტკივნეულ და დელიკატურ თემებზე საუბარს მოერიდოთ. ამით პრობლემის გადაჭრას მაინც ვერ შეძლებთ, გამწვავებას კი ადვილად მოახერხებთ.

ტყუპები

გარშემო მყოფებმა შეიძლება უაზრო დისკუსიაში ან კონფლიქტში ჩაგითრიონ. გრძნობთ, რომ ვიღაც თქვენი ემოციებით ვამპირივით იკვებება, მაგრამ არაფრის შეცვლა შეგიძლიათ.

ვარსკვლავები გირჩევენ, არაკომფორტული სიტუაციისა თუ ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროთ. ნუ მისცემთ ვამპირებს საშუალებას, რომ ძალა გამოგაცალონ დ ამით გაანადგურებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს თქვენი წარმატების გასაღები პრინციპული მოქმედება იქნება! შეგიძლიათ, თამამი ნაბიჯი გადადგათ, მთავარია, რომ ის კარგად გააზრებული იყოს, განსაკუთრებით თუ საქმე ფინანსებს ეხება.

ასე რომ, თუ სათადარიგო გეგმა გაქვთ, რომლის დასაწყებად გამბედაობა არ გეყოთ, დროა მოქმედება დაიწყოთ.

ლომი

ამ დღეს მზად ხართ, გარშემომყოფებს მწარე სიმართლე პირდაპირ სახეში მიახალოთ. თქვენი ქცევა რომ ჩხუბის მიზეზი არ გახდეს, ეცადეთ ვნებები დაიცხროთ და ემოციები აკონტროლოთ.

თუ გარშემო მყოფები „ფეხებში არ გედებიან“ და ხელს არ გიშლიან, შეგიძლიათ შეუძლებელი შეძლოთ.

ქალწული

ეცადეთ, უფროსს თვალში არ მოხვდეთ, რათა ბრაზი თქვენზე არ იყაროს. საუბარია ადამიანზე, რომელზედაც გარკვეულწილად დამოკიდებული ხართ: მშობელი, საყვარელი ადამიანი, მეგობარი...

იმისთვის, რომ დღემ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს შორის იუმორისა და მომხიბვლელობის ფარი უნდა ჩააყენოთ.

სასწორი

მზად იყავით იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. ეს შეიძლება სასამართლო პროცესი, ფინანსური დავა ან ბრალდებები იყოს.

საეჭვოა, რომ ამ სიტუაციაში გამარჯვება დაგრჩეთ და საკუთარი სიმართლის დამტკიცება შეძლოთ. „რკინის არგუმენტებიც“ რომ გქონდეთ, ვარსკვლავები გირჩევენ უკეთეს დროს დაელოდოთ, როდესაც გამარჯვების მეტი შანსი გექნებათ.

მორიელი

მოქმედების დროა! გახსოვდეთ, რომ გეგმები ოდესმე უნდა განხორციელდეს. შესაძლოა, რომელიმე პროექტის დაწყებას, საკუთარი გრძნობების აღიარებას ან საოცნებო ნივთის შეძენას ვერ ბედავთ, მაგრამ ეს დღე საშუალებას გაძლევთ, თამამად იმოქმედოთ და მიზანს მიაღწიოთ. ნუ ნერვიულობთ, ნებისმიერი გზა პირველი ნაბიჯით იწყება.

მშვილდოსანი

ამ დღეს რაღაცის გამოსწორების შესაძლებლობა მოგეცემათ. ეს შეიძლება საყოფაცხოვრებო საკითხებს, სამსახურს ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას ეხება.

რა თქმა უნდა, შეცდომების აღიარება ადვილი არ არის, მაგრამ შეცდომას ყველა უშვებს. იმის აღიარებით, რომ შეცდით, მხრებიდან მნიშვნელოვან ტვირთს მოიცილებთ და თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გაიხსნება.

თხის რქა

დილიდან საბრძოლოდ განწყობილი ხართ და დაუნდობლად უსწორდებით ყველას, ვინც თქვენთვის ხელის შეშლას ცდილობს. ამ დღეს მეგობრებისა და უსამართლოდ დაჩაგრულთა დამცველიც გახდებით.

ერთი მხრივ, ასეთი საბრძოლო განწყობა ოპონენტების განადგურების საშუალებას მოგცემთ, მეორე მხრივ, შეიძლება რამდენიმე ახალი მტერი ან ახალი მეგობარი შეიძინოთ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, უარი თქვათ შემოვლით გზებზე იქ, სადაც პირდაპირ შეიძლება იაროთ. გახსოვდეთ, რომ პირდაპირი გზა ყველაზე მოკლეა!

თქვენი წარმატების სტრატეგია მარტივია: არანაირი თაღლითობა, მოტყუება და დამალვის მცდელობა. მეგობრებთან ურთიერთობაში, სამსახურსა და სიყვარულში მხოლოდ გულწრფელობა და პატიოსნება დაგეხმარებათ. მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი მერწყულს ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს.

თევზები

ამ დღეს ნებისმიერი ბუზი შეგიძლიათ სპილოდ აქციოთ. ამის გამო პრიორიტეტების განსაზღვრა გიჭირთ და ვერ გადაწყვიტეთ, რომელი საქმით დაიწყოთ და რომლით დაასრულოთ - თქვენთვის ყველა საქმე ერთნაირად მნიშვნელოვანია, ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას ცდილობთ და ვერაფერს ასწრებთ.

დღემ რომ უაზრო რბოლაში არ ჩაიაროს, საკუთარ აზრებსა და მოქმედებებში მეტი დისციპლინა გამოავლინეთ.

ანალიტიკა
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.