USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 5 თებერვალი?
Date:  531
 

♈ ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)

დღის მოვლენები: დღეს ენერგიული და მოტივირებული ხართ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.
ოჯახი: ოჯახში შესაძლოა დაძაბულობა წარმოიქმნას, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნებით ყველაფერს მოაგვარებთ.
ბიზნესი: კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად. ყურადღებით შეისწავლეთ ყველა ფინანსური დეტალი.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან გულწრფელობა მნიშვნელოვანია. მარტოხელებს საინტერესო შეხვედრა ელით.
ჯანმრთელობა: მოერიდეთ გადაღლას, განსაკუთრებით საღამოს საათებში.
კარიერა: თქვენი შრომა დაფასდება, მაგრამ მოთმინება გმართებთ.

♉ კურო (20 აპრილი - 20 მაისი)

დღის მოვლენები: მოულოდნელი სიახლეები გელით, რაც თქვენს გეგმებს შეცვლის.
ოჯახი: ყურადღება მიაქციეთ ნათესავებთან ურთიერთობას, შესაძლოა მათ დახმარება დასჭირდეთ.
ბიზნესი: ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე გმართებთ.
სიყვარული: ნუ შეეშინდებით გრძნობების გამოხატვას.
ჯანმრთელობა: სტრესთან გამკლავება უნდა ისწავლოთ, რათა ჯანმრთელობა არ დააზიანოთ.
კარიერა: წინსვლისთვის მეტი ძალისხმევაა საჭირო.

♊ ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

დღის მოვლენები: კომუნიკაცია დღის მთავარი თემა იქნება.
ოჯახი: ოჯახთან სასიამოვნო დროის გატარება განწყობას გაგიუმჯობესებთ.
ბიზნესი: იდეების გაზიარება წარმატებას მოგიტანთ.
სიყვარული: ახალი ნაცნობობა შეიძლება სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
ჯანმრთელობა: მეტი მოძრაობა და ვარჯიში დაგეხმარებათ ენერგიის შენარჩუნებაში.
კარიერა: კარგი დროა მოლაპარაკებებისა და ახალი პროექტების დასაწყებად.

♋ კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

დღის მოვლენები: ემოციების კონტროლი მნიშვნელოვანია.
ოჯახი: ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრების საჭიროებებს.
ბიზნესი: მოულოდნელი შემოსავალი შესაძლებელია.
სიყვარული: ძველი ემოციები შეიძლება კვლავ გაღვივდეს.
ჯანმრთელობა: დასვენება არ დაგავიწყდეთ.
კარიერა: თავდაჯერებულობა წარმატების საწინდარია.

♌ ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

დღის მოვლენები: დღეს ყურადღების ცენტრში იქნებით.
ოჯახი: ოჯახური საკითხები დღის ბოლოს მოგვარდება.
ბიზნესი: ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.
სიყვარული: სასიამოვნო სიურპრიზი გელით.
ჯანმრთელობა: გაითვალისწინეთ დასვენება.
კარიერა: ხელმძღვანელობას თქვენი იდეები მოეწონება.

♍ ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

დღის მოვლენები: დეტალებზე კონცენტრირება დღეს წარმატებას მოგიტანთ.
ოჯახი: საყვარელ ადამიანთან სერიოზული საუბარი მოგიწევთ.
ბიზნესი: დაფიქრდით, სანამ დიდ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
სიყვარული: ერთგულება დღეს მთავარი თემაა.
ჯანმრთელობა: მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას.
კარიერა: ორგანიზებულობა თქვენს კარიერას გააძლიერებს.

♎ სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

დღის მოვლენები: ბალანსის დაცვა დღის მთავარი გამოწვევა იქნება.
ოჯახი: სერიოზული ოჯახური საკითხის გადაჭრა მოგიწევთ.
ბიზნესი: ახალი თანამშრომლობა პერსპექტიულად გამოიყურება.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან დროის გატარება აუცილებელია.
ჯანმრთელობა: განტვირთვა არ დაგავიწყდეთ.
კარიერა: გუნდის წევრებთან ჰარმონიული ურთიერთობა სასარგებლო იქნება.

♏ მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

დღის მოვლენები: ძლიერი ინტუიცია სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
ოჯახი: ოჯახში დაძაბულობის განსამუხტად დრო დასჭირდება.
ბიზნესი: ფრთხილად იყავით ინვესტიციებთან.
სიყვარული: ემოციების გამოხატვა დაგეხმარებათ ურთიერთობაში.
ჯანმრთელობა: ენერგეტიკულად დატვირთული დღეა, დაისვენეთ.
კარიერა: კონკურენციას გაუმკლავდებით.

♐ მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დღის მოვლენები: დღეს დაუგეგმავი მოვლენები შესაძლოა სიურპრიზად მოგივიდეთ.
ოჯახი: ნათესავებთან ურთიერთობა გააძლიერეთ.
ბიზნესი: საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ.
სიყვარული: რომანტიკული საღამო გელით.
ჯანმრთელობა: მეტი სითხე მიიღეთ.
კარიერა: სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი.

♑ თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

დღის მოვლენები: თქვენი შრომისმოყვარეობა დღეს განსაკუთრებულად დაფასდება.
ოჯახი: საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატარეთ.
ბიზნესი: ფულის დაზოგვა მნიშვნელოვანია.
სიყვარული: წარსული პრობლემები შეიძლება ისევ წამოიწიოს.
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ გაისეირნებთ.
კარიერა: კარიერული ზრდის შესაძლებლობა გამოჩნდება.

♒ მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

დღის მოვლენები: კრეატიული იდეები წარმატებას მოგიტანთ.
ოჯახი: ოჯახთან მეტი დრო გაატარეთ.
ბიზნესი: კოლეგებთან კარგი ურთიერთობა მოგიტანთ წარმატებას.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან გულწრფელობა აუცილებელია.
ჯანმრთელობა: დაისვენეთ და მოერიდეთ გადაღლას.
კარიერა: ახალი იდეები დაგეხმარებათ წინსვლაში.

♓ თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

დღის მოვლენები: შემოქმედებითი დღეა, გამოიყენეთ შანსი.
ოჯახი: ოჯახში სითბო და ჰარმონია გამეფდება.
ბიზნესი: არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
სიყვარული: თქვენი გულის საქმეები პოზიტიურად განვითარდება.
ჯანმრთელობა: მოდუნდით და დაისვენეთ.
კარიერა: არ გაუშვათ ხელიდან ახალი შესაძლებლობები.

5 თებერვალი წარმატებული დღე ყოფილიყოს თქვენთვის! 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way