USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 5 თებერვალი?
дата:  3581

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეს დღე ახალი პროექტის დაწყების ან რთული გეგმის განხორციელებისთვის შესაფერისია. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრინციპულად იმოქმედოთ და ექსპერიმენტების და ინოვაციური ხერხების გამოყენების არ შეგეშინდეთ. საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა და შეხვედრები საჭირო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ ძველ მეგობრებს შეხვდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

პიროვნული თვისებებისა და კარგი განწყობის წყალობით შეიძლება ახალი თანამოაზრეები და დამხმარეები შეიძინოთ, თუმცა ამ დღეს ყველა პრობლემას დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეთ, რომ მოგვიანებით სხვების შეცდომები არ ასწოროთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს - ეს სიტუაციის სწორად შეფასებასა და შეცდომების აცილებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით მოლაპარაკებები და საქმიანი შეხვედრები შესანიშნავად ჩაივლის. პიროვნული ხიბლი და კომუნიკაბელურობა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. სამსახურში გარისკვის ნუ შეგეშინდებათ - ყველაფერი თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა ვერ მიიღებს. ზოგ ტყუპებს ძველ წყენას გაახსენებენ, რაც განსაკუთრებით მტკივნეული ინება.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს ყველაზე მეტად თანამოაზრეების გუნდი გჭირდებათ - ინდივიდუალური მუშაობა ნაკლებად წარმატებული იქნება. გირჩევთ კოლეგების კრიტიკას მოერიდოთ და სხვა ადამიანების შეხედულებების მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ახლობელი ადამიანების გამოცდილება გაიზიაროთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ. საღამოს საოჯახო საქმეების კეთება ემოციურ განტვირთვაში დაგეხმარებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გირჩევთ თქვენი საინტერესო იდეები გავლენიან ადამიანებს და პროფესიონალებს გაუზიაროთ. არსებობს შანსი, რომ მხარდაჭერა ან თანამშრომლობის შეთავაზება მიიღოთ. ეცადეთ საქმიანი შეხვედრის დროს პრაქტიკული საკითხები განიხილოთ, რომელიც სარგებელს მოგიტანთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს, რომ თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელშიც კარგად ვერ ერკვევით. ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ ის უნდა აკეთოთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. პრობლემა, რომლის გამოც ძალიან განიცდით, შეიძლება თქვენი ჩარევის გარეშე მოგვარდეს, ამიტომ გირჩევთ ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვათ და დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

5 თებერვალს ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ შეგიძლიათ რთული ამოცანები და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დაგეგმოთ. ვარსკვლავები ფინანსურ მოგებას და სხვა სახის სარგებელს გპირდებიან. მთავარია, ერთხელ არჩეულ გზას არ უღალატოთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ გარემოებები თქვენთვის არასასურველი მიმართულებით ვითარდება.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მოერიდეთ დამატებითი ვალდებულებების აღებას და ნუ ეცდებით ერთბაშად ყველაფერი მოასწროთ. რთულ ვითარებაში გირჩევთ დახმარებისთვის ოჯახის წევრებს მიმართო. მათი ბრძნული რჩევა დაგეხმარებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ წინააღმდეგობები არ გაშინებთ და მზად ხართ იმუშაოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

გაიხსენეთ საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ „თაროზე შემოდეთ“. იქნებ მისი დაწყების დროა? თუ საქმეს დროულად დასრულებას ვერ ასწრებთ, შეგიძლიათ დახმარება კოლეგებს სთხოვოთ - მათი მუშაობის შედეგი ძალიან გაგახარებთ. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად უნდა იყოთ. - შესაძლოა, თაღლითების მსხვერპლი გახდეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ - ეს თქვენი წარმატების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. პარტნიორებს და მოკავშირეებს ახლა თქვენთვის არ სცალიათ. მოსალოდნელია მცირე უსიამოვნება და უთანხმოება კოლეგებთან. ამაზე სერიოზულად ნუ ინერვიულებთ, მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. ბევრმა თხის რქამ შეიძლება მოულოდნელი საჩუქარი მიიღოს ან მონატრებულ ადამიანებს შეხვდეს.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

აუცილებელი არ არის, რომ გამუდმებით საკუთარი სიმართლე და შეუმცდარობა ამტკიცოთ და საკუთარი აზრი სხვებს თავზე მოახვიოთ. ამით ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებთ, მხოლოდ დროს დაკარგავთ და ნერვებს დაიზიანებთ. აკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით. ეს დაგამშვიდებთ და საშუალებას მოგცემთ მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს შეგიძლიათ აქტივობა შეამციროთ და შესრულებული სამუშაოს შედეგები შეაჯამოთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს - შეიძლება თქვენთვის საინტერესო იდეა მოისმინოთ. სამსახურში და მოსალოდნელია უთანხმოება. თქვენი ამოცანაა კომპრომისი იპოვოთ და სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати