რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ნოემბრისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
გაიზრდება თქვენი ფიზიკური და ემოციური აქტიურობა, ამის მეშვეობით კი შესაძლოა, ბევრ საქმეს გაართვათ თავი. ნუ ეცდებით, ყველა და ყველაფერი აკონტროლოთ, რადგან ამით ბევრ უსიამოვნებას გადააწყდებით. ოჯახის წევრებთან მეტი მზრუნველობა გამოიჩინეთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა კი გაცილებით გაუმჯობესდება, თუ მის წინაშე გულახდილი იქნებით და თქვენს გეგმებსაც მეტად გაანდობთ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
ამ დღეს წარმატება მხოლოდ თქვენს უნარებზე იქნება დამოკიდებული. მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კარგი იქნება, თუ მოახერხებთ რამდენიმე სფეროში ერთდროულად მუშაობას. ახალი საქმიანი კავშირების დამყარება თქვენს საქმეებს სასიკეთოდ წაადგება. მარტოხელა კუროებს ახალი სასიყვარულო კავშირის დაიწყება და სწრაფად განვითარება ელით.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
ეცადეთ, ცოდნა გაიღრმაოთ და საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. ნუ გაგიცრუვდებათ იმედი, თუ საქმეებში წინსვლა ან შემოსავალი დროებით დააგვიანებს. საყვარელი ადამიანის და ახლო ნათესავების დახმარებით, არ არის გამორიცხული, ახალ საქმეზე დაიწყოთ ფიქრი. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, რადგან ეს მომავალში მოგებას მოგიტანთ. პირად ურთიერთობაში კი მეტად თავდაჯერებული იყავით.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
გარემოებების მეშვეობით უკეთ შეიცნობთ საკუთარ შესაძლებლობებს, რაც რთულ სიტუაციებში მანევრირებას გაგიადვილებთ. აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა საზოგადოებრივ და ჯგუფურ პროექტებში - ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენასაც ბრწყინვალედ შეძლებთ და შემოსავალიც გაიზრდება. ახალი ნივთების შეძენა და მოგზაურობა სჯობს, რამდენიმე დღით გადადოთ. საყვარელ ადამიანს კი მეტი გულისყურით მოეპყარით.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
იზრდება თქვენი შრომისუნარიანობა. კარგი იქნება, თუ ნებისმიერ საკითხს შემოქმედებითად მიუდგებით. ახალი გეგმები და პროექტები სრულიად დაიკავებს თქვენს გონებას. ასეთი პროექტები ჯგუფურად მუშაობას მოითხოვს. შესაძლოა, მოგიწიოთ ბევრ ხალხთან ურთიერთობა, ამიტომ დროულად იზრუნეთ გარეგნულ იმიჯზე.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
თქვენი შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება ხელმძღვანელ პირთა დიდ სიმპათიას იმსახურებს, თუმცა ნებისმიერ სფეროში ერიდეთ ფანატიზმსა და წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებას. დღეს სასიკეთო შედეგს გამოიღებს ფიზიკური ვარჯიში. თუ უცხოელებთან საქმიან ურთიერთობას გეგმავთ, ის მოგებნიანი იქნება. საყვარელ ადამიანთან ყველაფერი იდეალურად იქნება.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
დაღლილობის მიუხედავად, ეცადეთ, გარშემომყოფთა მიმართ თბილი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება შეინარჩუნოთ, რადგან მცირე კონფლიქტიც კი ემოციურად ძალიან დაგაზარალებთ და წყობიდან გამოგიყვანთ, ეს კი თქვენ ირგვლივ ყველაზე იმოქმედებს უარყოფითად. ამ დღეს საუკეთესო რელაქსი იქნება მსუბუქი ვარჯიში ან წყლის პროცედურები (ცურვა ან წყლის აერობიკა).
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
დღეს მოერიდეთ ბევრ ხალხთან ურთიერთობას და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ამ პერიოდში ჩატარებული მკურნალობა კარგ შედეგებს გამოიღებს. პირად ურთიერთობაში მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ, რათა არ აეჭვიანოთ პარტნიორი. თუ არ გსურთ ოჯახში კონფლიქტი, მოგიწევთ, მაქსიმალურად მომთმენი იყოთ. არახელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და ახალი საქმეების დასაწყებად.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ყაირათაიანად ხარჯეთ ფული და ეცადეთ, არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები, რათა ვალების აღება არ მოგიწიოთ. ნუ ენდობით ინფორმაციას, სანამ არ გადაამოწმებთ. თქვენ გარშემო მოვლენები სწრაფად განვითარდება, ამიტომ ხშირად დაისვენეთ და ეცადეთ, არ გადაიღალოთ, რათა ავად არ გახდეთ. უცხოეთიდან მიღებული ინფორმაცია კი მოგებიანიც იქნება და დამაინტრიგებელიც.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
მდგრადი ჯანმრთელობა და კარგი განწყობა დაგეხმარებათ ახალი კავშირების დამყარებასა და თქვენი იდეების განხორციელებაში. მეგობრებისთვის დახმარების ხელის გამართვა არამარტო თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს, არამედ პროფესიონალურ სფეროშიც გაგწევთ წინ. მარტოხელა თხის რქებს პირად ცხოვრებაში ცვლილებები ელით, თუმცა იყავით ფრთხილად და წინდახედულად.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
დღეს მაქსიმალურად მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. ფული ზედმეტად არ დახარჯოთ და ყურადღება მიაქციეთ ხარჯებს, რათა შემდეგ ვალის აღება არ მოგიწიოთ. სამსახურში პრობლემების აღმოჩენისას აუცილებლად მიმართეთ გამოცდილ ადამიანებს. გაუმჯობესდება პირადი ურთიერთობა. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
ყურადღებით გადაამოწმეთ ამ დღეებში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, რათა შეცდომები არ დაუშვათ. სირთულეებს ადვილად გაართმევთ თავს და თქვენი თავდაჯერებულობა ერთიორად გაიზრდება. ამ პერიოდში ხანმოკლე მოგზაურობა განსაკუთებულად დასამახსოვრებელი იქნება.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.