USD 2.6942
EUR 3.1282
RUB 3.3717
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 5 მარტს?
Date:  

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 მარტს:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ხელსაყრელი, თუმცა დაძაბული დღეა. საქმიანი თვისებების წყალობით წარმატებას მალე მიაღწევთ და სავარაუდოდ, ახალ მოკავშირეებს და თანამოაზრეებსაც შეიძენთ. ამ დღეს ყველაზე მეტად გულწრფელობას უნდა მოერიდოთ. სასურველია, რომ საკუთარი გეგმების შესახებ უახლოეს მეგობრებსაც კი არაფერი უთხრათ. დაე, ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდეს.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ყველაფერი თავად უნდა აკეთოთ, რათა მოგვიანებით არ მოგიწიოთ სხვების დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ყურადღების ერთ საქმეზე კონცენტრირება გიჭირთ, რადგან თქვენს ყურადღებას უამრავი პროექტი მოითხოვს. ცოტაც გაუძელით, დღის მეორე ნახევარი გაცილებით მშვიდი და სასიამოვნო იქნება.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ნერვიული და მოუსვენარი დღეა. უამრავი საქმე გელით, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი რესურსები რაციონალურად გამოიყენოთ. მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორ გზას გაჩვენებთ. ყურადღებით იყავით - შესაძლებელია ფინანსური დანაკარგები. დღის მეორე ნახევარში შეიძლება დიდი ხნის წინ შესრულებული სამუშაოსთვის სასიამოვნო ჯილდო მიიღოთ. ზოგ ტყუპებს ძველ წყენას გაახსენებენ, რაც განსაკუთრებით მტკივნეული ინება.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ყველა თვალსაზრისით არახელსაყრელი დღეა. რთული არჩევანის გაკეთება და მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვან მსხვერპლზე წასვლა მოგიწევთ. გირჩევთ, შეცდომების თავიდან აცილებისთვის ძველი გამოცდილება გამოიყენოთ. ამ დღეს მოსალოდნელია სასიამოვნო რომანტიკული შეხვედრა და ახალი სასიყვარულო ურთიერთობა. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს - ეს სიტუაციის სწორად შეფასებასა და შეცდომების აცილებაში დაგეხმარებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს გარემოებები თქვენ სასარგებლოდ არ განვითარდება, თუმცა არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ. სირთულეების მიუხედავად, ახალი შესაძლებლობებიც გაჩნდება, რომლებითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ახალ ინფორმაციას ადვილად ითვისებთ და, რაც მთავარია, სასარგებლოდ იყენებთ - რთულ დავალებებს და დაბრკოლებებს ჩვეულებრივზე ადვილად უმკლავდებით. კოლეგები და თანამოაზრეები საზრუნავს აგარიდებენ და თქვენს პასუხისმგებლობას გაიზიარებენ. ეცადეთ, საქმიანი შეხვედრის დროს პრაქტიკული საკითხები განიხილოთ, რომელიც სარგებელს მოგიტანთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

თუ გსურთ, რომ ამ დღის დადებითი ტენდენციები თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ, სწრაფად და ენერგიულად უნდა იმოქმედოთ. დღეს მიღებულ რჩევებს ყურადღებით მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ. დროა ძველ მეგობრებს შეეხმიანოთ - მათ შეიძლება თქვენთვის საინტერესო შეთავაზებები ჰქონდეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს არც თავბრუდამხვევ წარმატებებს და არც პრობლემებს უნდა ელოდოთ. მშვიდი, ნეიტრალური დღეა, მეტიც - უამრავ ახალ შესაძლებლობას გთავაზობთ. პირად ურთიერთობებში მეტი სიცხადე და სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად უნდა იყოთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს - შესაძლოა, თაღლითების მსხვერპლი გახდეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა, თუმცა ზოგიერთ მშვილდოსანს მოულოდნელი დაგვიანება და გადაწყვეტილების გადადება ძალიან გააღიზიანებს. მოერიდეთ კამათს და კონფლიქტურ სიტუაციებს, კეთილგანწყობა და თავაზიანობა გამოიჩინეთ მაშინაც, თუ ნაწყენი და იმედგაცრუებული ხართ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადაჭრისა და დაბრკოლებების დაძლევისთვის, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. თუ დახმარება გჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ, რომ კოლეგებს ან პარტნიორებს სთხოვოთ. კარგი დღეა ადრე შეწყვეტილი თანამშრომლობის და კონტაქტების განახლებისთვის.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თქვენი მრავალმხრივი ნიჭი და რთული საკითხების სწრაფად გადაჭრის უნარი მენეჯმენტზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს. გამორიცხული არ არის, რომ ხელსაყრელი ბიზნესშეთავაზება მიიღოთ, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და სპონსორი იპოვოთ. მოსალოდნელია მცირე უთანხმოება კოლეგებთან. ამაზე ნუ ინერვიულებთ, ხვალ ეს ინციდენტი არავის ემახსოვრება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ოპტიმიზმი და ხალისიანი განწყობა დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ. როცა საქმე ფინანსებს ან სამსახურს ეხება, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს უნდა მოერიდოთ. პირად და ოჯახურ ურთიერთობებში ყველაფერი შესანიშნავადაა.

analytics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way