USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 5 იანვარი?
Date:  2772

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დღეს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, თქვენს საიდუმლოს ფარდა ახადოს. ასეც რომ მოხდეს, ეცადეთ სიმშვიდე და თავშეკავება შეინარჩუნოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ. ამ დღეს სიტუაციის შეფასებაში შეიძლება შეცდეთ. საღამოს სასურველია, რომ საყვარელი საქმისთვის დრო გამონახოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

საკითხი, რომელსაც დიდი ხანია სამომავლოდ ინახავთ, სასწრაფოდ უნდა მოაგვაროთ. ეცადეთ, ეს თემა დღესვე დაასრულოთ. ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმეების დასრულებისა და ძველი გეგმების განხორციელებისთვის. თუ პარტნიორთან ურთიერთობაში სადავო საკითხები არსებობს, ეცადეთ, გულწრფელი საუბრით მოაგვაროთ და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღის მოვლენები თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ ეს სასარგებლოც კია. პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას და უსიამოვნებების თავიდან აცილებას შეძლებთ. გირჩევთ, დღის ჩვეული განრიგი არ შეცვალოთ და კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ. ეცადეთ, დინებას მიჰყვეთ - პრობლემები არც ისე სერიოზულია, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ხელსაყრელი დღეა სამომავლო გეგმებისა და პროექტების შედგენისა და თანამოაზრეებთან დებატებისთვის. გირჩევთ, მიმდინარე საქმის ყოველი წვრილმანი კარგად განიხილოთ - მათზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ვარსკვლავები მოულოდნელ შემოსავალს გპირდებიან. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი თქვენს ურთიერთობას უფრო მყარს და საიმედოს გახდის.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს რაც არ უნდა აკეთოთ, ეცადეთ საკუთარ პრობლემებთან მარტო არ დარჩეთ. თუ მიმდინარე პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარება ოჯახის წევრებს ან მეგობრებს უნდა სთხოვოთ. შესანიშნავი დროა ნაცნობობისთვის - შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენი მეგობრები და თანამოაზრეები გახდებიან. გამორიცხული არ არის, რომ მარტოხელა ლომებმა ნამდვილი სიყვარული იპოვოთ.

 ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

სავარაუდოდ, ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს გაიგებთ, რომელიც გავლენას მოახდენს ყველა შემდგომ მოვლენაზე. დააკვირდით თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს - თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ, მომავალში ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან. კოლეგებთან და მენეჯმენტთან ურთიერთობა არც ისე ადვილი იქნება, როგორც გეგონათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება საინტერესო იდეისკენ გიბიძგოთ, რომლის წარმატებით განხორციელებასაც მალე შეძლებთ. ამ დღეებში ნებისმიერ მიპატიჟებას დათანხმდით, სადაც კი საინტერესო ადამიანების გაცნობის შანსი გექნებათ. სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ ოჯახის წევრები მხარს დაგიჭერენ. თუ დახმარება არა, რჩევები და გამამხნევებელი სიტყვები აუცილებლად დაგჭირდებათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ახალი საქმე თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს, ამიტომ გირჩევთ, მთელი ყურადღება უკვე დაწყებული საქმეების დასრულებაზე გადაიტანოთ. მოსალოდნელია სიახლეები, რომლებიც თქვენს ჩვევებსა და ყოველდღიურ განრიგში გარკვეულ კორექტივებს შეიტანს. თუ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვებით და სიტუაციას ობიექტურად შეაფასებთ, ამ დღის სირთულეების გადალახვა გაგიადვილდებათ.

 მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ინფორმაცია, რომელსაც მეგობრებისგან მიიღებთ, თქვენს სამომავლო გეგმებს შეცვლის. ეს სერიოზული შეცდომებისგან ან არასწორი გამოთვლებისგან დაგიცავთ. მოერიდეთ დამატებითი ვალდებულებების აღებას და ისეთი დაპირების მიცემას, რომელსაც ვერასოდეს შეასრულებთ. ამ დღეს დაწყებული კავშირი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

 თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მიზნის მისაღწევად პრინციპულად და თავდაჯერებულად მოქმედება და ძლიერი წინააღმდეგობის დაძლევა მოგიწევთ. გამოიჩინეთ პატივისცემა სხვა ადამიანების მიმართ და ეცადეთ, მტრები არ გაიჩინოთ. აირჩიეთ თქვენთვის კომფორტული ტემპი და ნელ-ნელა, გეგმაზომიერად იმოქმედეთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ხელსაყრელი დღეა თამამი და პრინციპული მოქმედებებისთვის - ამ დღეს თქვენთვის მნიშვნელოვან მიზანს მიაღწევთ. შესაძლოა, ხელსაყრელი შეთავაზება მიიღოთ, თუმცა პასუხის გაცემამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ და რისკები გამოთვალოთ. ამ დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობა მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება და თქვენს კარიერულ ზრდას დაეხმარება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს მცირე ძალისხმევით შეიძლება უდიდეს წარმატებას მიაღწიოთ. შრომისმოყვარე და მონდომებული ადამიანი ხართ, რაც დაგეხმარებათ შესანიშნავი შედეგი დადოთ იქ, სადაც სხვებმა ვერ შეძლეს. პირად ცხოვრებაში შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. მთავარია, რომ სიტუაციას სწორად აფასებთ, კარგად გესმით რა გსურთ და იცით, სასურველს როგორ მიაღწიოთ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way