USD 2.6942
EUR 3.1282
RUB 3.3717
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 4 მარტს?
дата:  

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მარტს:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

სავარაუდოდ, შექმნილი მდგომარეობა თქვენგან პროფესიული უნარების გაუმჯობესებას მოითხოვს. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ახალი ინფორმაცია მიიღოთ და პროფესიონალ ადამიანებთან კონსულტაცია გაიაროთ. რთულ სიტუაციაში იმის ნაცვლად, რომ საკუთარი სიმართლე ამტკიცოთ, ჯობია, დინებას მიჰყვეთ და ახალ შესაძლებლობებს დაელოდოთ. ამ დღეს საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, რადგან ვიღაც თქვენი იდეების მითვისებას ეცდება.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეს დღე ცვლილებებისა და ექსპერიმენტებისთვის ხელსაყრელია. არ დანებდეთ. ადრე თუ გვიან, თქვენი სიმტკიცე და და მოთმინება სასურველ შედეგებამდე მიგიყვანთ. გახსოვდეთ, რომ ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერს, ამიტომ შეწყვიტეთ ბევრი საქმის ერთდროულად კეთება და ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე გადაიტანეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ ძველი და მოსაწყენი საქმის დასრულებას შეძლებთ, რომელსაც გამუდმებით სამომავლოდ ინახავდით. ნუ ეძებთ პასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე - სიმართლე ისედაც გაირკვევა და მალე სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებთ. ერიდეთ მანიპულატორებს, რომლებიც თქვენს გამოყენებას ცდილობენ. მეტი იაქტიურეთ, რათა ხელსაყრელი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მთელი ყურადღება ფინანსურად მოგებიან საკითხებზე გადაიტანეთ, რომლებიც რეალურ შემოსავალს მოგიტანთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ დღეს იმაზე მეტის მიღებას შეძლებთ, ვიდრე ელოდით. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, რათა საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა არ გააფუჭოთ. დროა, ბოდიში მოუხადოთ და ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, ვისაც სულელური მიზეზის გამო დიდი ხნის წინ დასცილდით.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მშვენიერი დღეა ურთიერთობებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. თანდაყოლილი პიროვნული ხიბლი დაგეხმარებათ, რომ საჭირო ადამიანების კეთილგანწყობა მოიპოვოთ. ამ დღეს შეგიძლიათ ყველაზე რთულ ამოცანებს გაუმკლავდეთ, ამიტომ ძვირფასი დრო უსარგებლო საუბრებზე არ უნდა დაკარგოთ. შეიძლება ზოგიერთ საკითხში გასარკვევად ძველი კავშირების ან ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს მიიღებთ პასუხს ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია, გაწუხებთ. აღმოაჩენთ, რომ ის, ვინც ადრე თქვენს გაღიზიანებას იწვევდა, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ადამიანია. 4 მარტი შესანიშნავი დღეა ძველი შეცდომების გამოსწორების და შესრულებული სამუშაოს შესამოწმებლად. ნაყოფიერად მუშაობაში ვიღაც ან რაღაც ხელს გიშლით. იფიქრეთ იმაზე, ეს წინააღმდეგობა როგორ დაძლიოთ და მიზანს მიაღწიოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მოემზადეთ რთული და დაძაბული დღისთვის. რატომღაც თქვენი რჩევა და დახმარება ყველას ერთდროულად დასჭირდება და მთელი დღე მოვლენების ცენტრში იტრიალებთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს და პრობლემების დროს, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს მიმართეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დილიდან სიზარმაცესა და აპათიასთან ბრძოლა მოგიწევთ, რომელიც თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ამ დღეს კამათი და დაპირისპირება დიდ კონფლიქტს გამოიწვევს, ამიტომ დაძაბულ სიტუაციებს ერიდეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. თანამოსაუბრესთან გულწრფელობისგან თავის შეკავება ჯობს, რომ ვიღაცამ თქვენი ნათქვამი თქვენს წინააღმდეგ არ გამოიყენოს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეცადეთ, ეს დღე სასიამოვნოდ დაიწყოთ. მაგალითად, საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთოთ ან პატარა წვეულება მოუწყოთ. კარგი განწყობა მიმდინარე საკითხების ეფექტურად გადაჭრასა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვენივრადაა, თუმცა პარტნიორებთან და კონკურენტებთან მთელი დღის განმავლობაში სადავო საკითხების მოგვარება მოგიწევთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მოწესრიგებული სამუშაო მაგიდა და კარგად შედგენილი განრიგი სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ,, ამიტომ სახლის დალაგებას და გეგმის შედგენას მეტი დრო უნდა დაუთმოთ. ნუ ცდილობთ საკუთარ პრობლემებში სხვები დაადანაშაულოთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ უფრო თავაზიანი იყოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

იფიქრეთ იმაზე, შექმნილი ვითარება თქვენს სასარგებლოდ როგორ გამოიყენოთ. ფრთხილად იყავით - თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენით მანიპულირებს ან ჭორებს გივრცელებთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ და სხვების იმედი არ გქონდეთ. სავარაუდოდ, ვიღაც თქვენთვის მოცემულ პირობას არ შეასრულებს და ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მნიშვნელოვანი სიახლე მიიღოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს.

аналитика
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати