USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 4 ივნისი?
дата:  4343

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს შინაგანი სამყაროს გამდიდრების კარგი შესაძლებლობა გექნებათ, ამიტომ ეცადეთ თავისუფალი დრო საინტერესო ადამიანებთან ვირტუალურ ან რეალურ ურთიერთობას დაუთმოთ. ამ დღე აქტიური ქმედებების არც სურვილი გაქვთ და არც შესაძლებლობა, ამიტომ დრო, საუბრის გარდა, არაფერზე დაკარგოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს თვითგვემის შეტევებს ებრძვით. თავში მხოლოდ ის ფიქრი გიტრიალებთ, რომ რაღაც არასწორად გააკეთეთ ან რაღაცის გაკეთება უკეთ შეგეძლოთ. ეცადეთ, ასეთმა ფიქრებმა ძალიან არ გაგიტაცოთ. საკმარისი იქნება მომავლისთვის დასკვნა გამოიტანოთ და ამ თემას აღარასოდეს დაუბრუნდეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მთელ დღეს იმაზე ფიქრში გაატარებთ, თმთელ დღეს იმაზე ფიქრში გაატარებთ, თუ რა და როგორი თანმიმდევრობით უნდა გააკეთოთ. შესაძლოა, შესანიშნავი იდეებიც გეწვიოთ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი განხორციელდეს.უ რა და როგორი თანმიმდევრობით უნდა გააკეთოთ. შესაძლოა, შესანიშნავი იდეებიც გეწვიოთ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი განხორციელდეს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მთელი დღე ცდილობთ, თავი ხელში აიყვანოთ და სამწუხარო გაუგებრობებს, რაც ამ დღეს მრავლად გელით, მშვიდად შეხვდეთ. გარშემო მყოფები თითქოს განგებ, ალოგიკურად და არათანმიმდევრულად იქცევიან. კარგია, რომ ამ დღეს თავის შეკავებას შეძლებთ, თუმცა დაგროვილმა ემოციებმა შეიძლება ერთ-ორ დღეში ამოხეთქოს. თუ ასეა, იქნებ თავის შეკავება არ ღირს და ყველაფერი დღესვე გაარკვიოთ?

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს არ ხართ მუშაობისთვის განწყობილი და თქვენს ძირითად მოვალეობებს უპასუხისმგებლოდ ეკიდებით. სამაგიეროდ, თანდაყოლილი დიპლომატის ნიჭი დაგეხმარებათ, რომ შექმნილმა სიტუაციამ არ დაგაზარალოთ. ეს დღე მშვიდად ჩაივლის, ამიტომ შეგიძლიათ, პრობლემის მოგვარება სამომავლოდ გადადოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

შესაძლოა, სახლის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შესანიშნავი იდეა გეწვიოთ, მაგრამ მის განხორციელებას არ გირჩევთ. შემოქმედებითი აღმაფრენის პროცესში შესაძლოა, მზიდი კედელი დააზიანოთ და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს თქვენი გეგმები და იდეები უჩვეულო სიმკვეთრით და სიღრმით გამოირჩევა. მერე რა, რომ ამ იდეებს ასრულება არ უწერია.. ბოლოს და ბოლოს, ოცნებას არავინ მოუკლავს. შემოქმედ სასწორებს ეს დღე ბევრ ბედნიერ წუთს ჰპირდება, თუმცა, დანარჩენებსაც კარგი დღე ელით.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ეს დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, თუმცა ეს მოჩვენებითი სიმშვიდეა. სინამდვილეში, ცოტა ხნით ფინანსური ან ურთიერთობის პრობლემებისგან დასვენება გსურთ. ზოგჯერ თვალის დახუჭვის ასეთი პოლიტიკა შეიძლება სასარგებლოც იყოს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თავად პრობლემები არსად ქრება და ადრე თუ გვიან მათი გადაჭრა მოგიწევთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ცდილობთ, თავი შეიკავოთ, მაგრამ საეჭვოა, გამოგივიდეთ. თუ არ გსურთ, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. პრობლემების დამალვას ჯობს, ადამიანს პირდაპირ უთხრათ ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

პლანეტების განლაგება გაიძულებთ, რომ დინებას მიჰყვეთ და ყველა პრობლემა და გაუგებრობა დაივიწყოთ. ცდილობთ, ის საქმეებიც კი არ შენიშნოთ, რომლებიც დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებს. საღამომდე ამ მშვიდ და ბედნიერ მდგომარეობაში იქნებით, შემდეგ კი გაოცებული აღმოაჩენთ, რომ პრობლემები არსად გამქრალა და ადრე თუ გვიან, მათი მოგვარება მოგიწევთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ცდილობთ, რომ „თავი ქვიშაში ჩარგოთ“ და სურვილები შეიკავოთ, მაგრამ გრძნობებთან გამკლავება გიჭირთ. ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც ამ დღეს შეგიძლიათ, ისაა, რომ საკუთარ გრძნობებსა და ვნებებს უსაფრთხო გამოყენება მოუძებნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება აფეთქდეთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

არავინ იცის როგორ, მაგრამ ამ დღეს რომანტიზმს პრაქტიკულობასა და ანგარებას სასწაულებრივად ათავსებთ. რაც არ უნდა ღრუბლებში იფრინოთ, თქვენი ტვინის სიღრმეში ყურადღებიანი ბუღალტერი ზის და სისულელეების კეთების საშუალებას არ გაძლევთ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати