USD 2.7544
EUR 3.1229
RUB 3.3528
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 4 ივნისი?
 881

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დროა, სასურველი რეალობისგან გაარჩიოთ. სწორი განსჯის დამსახურებით სამსახურში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება. ხელსაყრელი დღეა მენეჯმენტთან ხელფასის გაზრდაზე სასაუბროდ. მოერიდეთ ახალ ნაცნობებს და საეჭვო შეხვედრებს. პირად ურთიერთობებში თავს ეჭვიანობა იჩენს. ეცადეთ, თქვენი ერთგულების დამადასტურებელი არგუმენტები იპოვოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მიზნისკენ ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიიწევთ. დავალების შესრულებისთვის იმაზე მეტი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ, ვიდრე გსურთ, თუმცა შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. მეგობრები მნიშვნელოვან საკითხში არ გეთანხმებიან, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - უბრალოდ, ისინი საჭირო ინფორმაციას არ ფლობენ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

სიფხიზლე გამოიჩინეთ, რათა არცერთი წვრილმანი არ გამოგეპაროთ. ადამიანების მიმართ თქვენი დამოკიდებულება ყოველთვის იდეალური არ არის. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რომ ძალები აღიდგინოთ და ამაში ბავშვები ან ცხოველები დაგეხმარებიან.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

იმის გამო, რომ ცვლილებების გეშინიათ, ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებით, თუმცა დღეს ყველა ცვლილება სასარგებლოა და შიშის მიზეზი არ გაქვთ. დროს ნუ დაკარგავთ, მარტივი დავალებებით დაიწყეთ და თანდათან გაართულეთ. სიმტკიცე და მონდომება სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში დროებითი სიმშვიდეა.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მოულოდნელი მოვლენები თქვენს ნერვულ სისტემას გამოცდას მოუწყობს. გეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო თქვენ წინააღმდეგაა და სამუშაოს შეცვლაზე ფიქრობთ. ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ახალი სასიამოვნო ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება. გახსოვდეთ, რომ სირთულეები დროებითია და ეცადეთ, ყველა ნეგატიური აზრი განდევნოთ. ამაში მეგობრები დაგეხმარებიან.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეცადეთ, ეს დღე ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ამ დღეს ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში - შესაძლოა, მან თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს და ცოტა ხნით ცალ-ცალკე ცხოვრებაც კი შემოგთავაზოთ. წინააღმდეგობა არ გაუწიოთ - მარტოობა ფიქრში დაგეხმარებათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. შესაბამისად, სასიცოცხლო პოტენციალი ყველა სფეროში შემცირდება. თუ შესაძლებელია, სამსახურიდან დაეთხოვეთ და დაისვენეთ. ახლობელი ადამიანის სიტყვების ან საქციელის მიხედვით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ - შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგეთ. ფრთხილად შეარჩიეთ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობის გაგრძელებას გეგმავთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ბევრი თავისუფალი დრო გექნებათ სამომავლო გეგმების შესადგენად. ეცადეთ, თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი სწორად და სასარგებლოდ გამოიყენოთ. იზრუნეთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე. ოჯახში რაღაც სასიამოვნო მოვლენა მოხდება და საზეიმო სუფრის გაშლის მიზეზს იპოვით. უმჯობესია, მნიშვნელოვანი საუბრები მომავალი კვირისთვის გადადოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ბედის უცნაურობამ და თავგადასავლებმა შეიძლება თქვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. ყველაფრის მიუხედავად, სასიყვარულო ურთიერთობის, ოჯახური კონფლიქტისა და მენეჯმენტთან კამათის დროს მაინც იპოვით. თავი შეიკავეთ ხელფასის გაზრდაზე საუბრისგან - დღეს ეს უაზროა. ამ დღეს რატომღაც ყველა ადამიანი თქვენთვის რჩევის მოცემას ცდილობს. მათ შორის, ზოგი ძალიან სასარგებლო იქნება.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დიდი აქტივობებისთვის არახელსაყრელი დღეა. დიდი ალბათობით, ამ დღეს როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში „გარედან“ დამკვირვებლის როლს დასჯერდებით. დღის უდიდესი ნაწილი მოსაწყენი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს აუცილებელი იქნება. სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

კოლეგებთან სადავო საკითხებზე შეთანხმება გიჭირთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი მხრიდან მოლაპარაკების მცდელობამ ფიასკო განიცადოს და მცირე უთანხმოება კონფლიქტში გადაიზარდოს. მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ გუნდის ლიდერი ხართ. მოსაწყენი საღამო გელით, რომელსაც მეგობრებიც კი ვერ გაახალისებენ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ყველაზე კარგად სწავლა და ახალი გამოცდილების მიღება გამოგდით. საკუთარი შედეგებით იამაყებთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ მათ, ვინც ცოდნა და გამოცდილება მოგცათ. ეცადეთ, რომ საყვარელი ადამიანებისთვის დღევანდელი დღე დაუვიწყარი გახადოთ.

კულტურა
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.