USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 4 აპრილი?
дата:  999

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აპრილისთვი:

ვერძი

აქტიური მოქმედებისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისთვის ხელსაყრელი დღეა. შეუპოვრობა და შრომისმოყვარეობა ჩანაფიქრის განხორციელებასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ოჯახური გარემო და ნათესავებთან ურთიერთობა დაგროვილი სტრესისა და დაღლილობისგან გაგათავისუფლებთ.

კურო

ცდილობთ, თქვენი ერთფეროვანი მუშაობა ახალი, კრეატიული მიდგომით გაამდიდროთ. ზოგ შემთხვევაში ეს გაამართლებს, ზოგში კი დიდ პრობლემად გექცევათ. ასე რომ, ფრთხილად იყავით, როდესაც მიჩვეულისგან გადაჩვევას გადაწყვეტთ.

ტყუპები

ამ დღეს ინტუიცია გიკარნახებთ, რა მიმართულებით უნდა იაროთ. ეცადეთ, მოვლენების შუაგულში იტრიალოთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და სამსახურში იაქტიუროთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი დახმარება ძალიან გავლენიან ადამიანს დასჭირდეს და მისგან მადლიერების ნიშნად, მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ფინანსური და ქონებრივი საკითხების მოსაგვარებლად. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარი კეთილდღეობა გააუმჯობესოთ და ქონებრივ სფეროში არსებული პრობლემები მოაგვაროთ. გირჩევთ, ყველა შეთავაზება ან ახალი პროექტი ყურადღებით განიხილოთ - შესაძლოა, მოულოდნელად საინტერესო შესაძლებლობა აღმოაჩინოთ.

ლომი

მოემზადეთ იმისთვის, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. შესაძლოა, სამყარო სწორ გზას ასე გთავაზობთ და შეცდომებისგან გიცავთ. თამამად დაემშვიდობეთ საგნებს თუ ურთიერთობებს, რომლებიც თქვენს განვითარებას ხელს უშლიან და წინ წადით.

ქალწული

ნუ მისცემთ უცხო ადამიანებს უფლებას, რომ მუშაობაში ხელი შეგიშალონ და გეგმების შეცვლა გაიძულონ. საყვარელი ადამიანების რჩევები ან სურვილები შეიძლება მოისმინოთ და გაითვალისწინოთ, მაგრამ საბოლოო არჩევანი თქვენი მისაღებია. ამ დღეს სიჯიუტე და მოხერხებულობა სარგებელს მოგიტანთ და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

სასწორი

სასწორებს, რომელთა საქმიანობა შემოქმედებას ან გამოგონებას უკავშირდება, ნაყოფიერი დღე ელით. დროა, სამსახურში თქვენი ახალი იდეები და უჩვეულო პროექტები წარმოადგინოთ, ნუ დაელოდებით, სანამ თქვენი საქმიანობით სხვა ადამიანები ისარგებლებენ. ამ დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთებას შეძლებთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა აქტიური მოქმედებისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინოთ - თქვენმა დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ვიღაც ძალიან შეურაცხყოს. სანამ რთული ამოცანის შესრულებას დათანხმდებით, ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები რეალისტურად შეაფასოთ - გამორიცხული არ არის, რომ პირობა ვერ შეასრულოთ და კოლეგებს იმედი გაუცრუოთ.

მშვილდოსანი

რთული და დატვირთული დღისთვის უნდა მოემზადოთ - სამუშაოს დიდი მოცულობის გარდა, მოულოდნელად წარმოშობილ სირთულეებთან გამკლავებაც მოგიწევთ. თუ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას გეგმავთ, გირჩევთ ფული წინასწარ არ გადაიხადოთ - არსებობს ფულის დაკარგვის რისკი.

თხის რქა

შესაძლებელია სამსახურში ან ბიზნესსაქმიანობაში მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ. ახალ პროექტში მონაწილეობამ შეიძლება თქვენს პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას ხელი შეუწყოს. გირჩევთ, უფრო მოკრძალებულად იცხოვროთ და საკუთარი მიღწევებით ნაკლები იტრაბახოთ - ეს მტრების გაჩენის გარდა, არაფერს მოგიტანთ.

მერწყული

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. პლანეტების განლაგება ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ, თორემ შანსი დიდხანს აღარ მოგეცემათ. ახალი ურთიერთობა სასარგებლო იქნება და კარგ შემოსავალს მოგიტანთ.

თევზები

კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, ამ დღეს კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ. ამ დღის ემოციურმა ფონმა შეიძლება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედოს, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შეიძლება საინტერესო იდეა მოგივიდეთ, რომელიც შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

 
 
Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати